ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მოწინააღმდეგე ანდორის "ენგორდანი" იქნება.
"ენგორდანმა" შესარჩევ ეტაპზე ორივე მატჩში სძლია სან მარინოს "ფიორიტას" (2:1, 1:0) და "დინამოსთან" თამაშის უფლება მოიპოვა.
"დინამოსა" და "ენგორდანის" პირველი შეხვედრა 11 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი 18 ივლისს 1 299-ადგილიან "კომუნალეზე".
"ენგორდანი" ეროვნულ ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-4 ადგილზეა.
თბილისის "დინამო" კი უკანასკნელ ხანს საკმაოდ გაძლიერდა, ბოლო 7 მატჩი მოიგო, ეროვნულ ლიგაზე გალიდერდა და წესით, ანდორული ბარიერი უნდა დასძლიოს.