"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ საჩხერის "ჩიხურას" გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ კომენტარი გააკეთა.

"გუნდში საკმაოდ მაღალი საბრძოლო განწყობა არის. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ მატჩისადმი ეს დამოკიდებულება "საბურთალოს" შესანიშნავმა გამარჯვებამ გააძლიერა.

გამოვიყენებ შესაძლებლობას და ამ მოგებას მივულოცავ "საბურთალოსა" და ქართულ ფეხბურთს. ამ შედეგმა ძალიან დადებითი მუხტი მოიტანა და ეს მუხტი გადამდები თვისების მატარებელია.

იმედია, დღევანდელ შეხვედრაში ეს განწყობა თამაშშიც აისახება. ბიჭები იმედიანად არიან მომართულები და ყველა ერთად ვიმედოვნებთ, რომ მატჩი "ჩიხურასთვის" სასარგებლო შედეგით დასრულდება და თბილისში "კომფორტული"
უპირატესობით დავბრუნდებით.

მინდა აღვნიშნო, რომ "ფოლა" ძალიან მეგობრულად დაგვხვდა, ძალიან კარგი პირობები გვაქვს.

ლუქსელმბურგელებმა შეასრულეს ყველა ის პირობა, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით. ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმარმასპინძლობის გათვალისწინებით ყველაფერს გავუკეთებთ, როცა "ფოლა" საქართველოში ჩამოვა. სხვა დანარჩენი, კი უკვე მოედანზე გადაწყდება", - აღნიშნა შუკაკიძემ.

ჩიხურა" ლუქსემბურგში შემდეგი შემადგენლობით არის:

მეკარეები: ზურაბ მწყერაშვილი; დინო ჰამზიჩი

მცველები: ირაკლი კამლაძე; ოლეგ მამასახლისი; დავით მაისაშვილი; გიორგი კორიფაძე; ლაშა ჩიკვაიძე; დავით მეგრელიშვილი; შოთა კაშია.

ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი; თემო მარკოზაშვილი; ირაკლი ლექვთაძე; ბესო დეკანოიძე; მიშიკო სარდალიშვილი; დემურ ჩიხლაძე.

თავდამსხმელები: მიშიკო ერგემლიძე; გიორგი ფანცულაია; რატი არდაზიშვილი

"ფოლასა" და "ჩიხურას" მატჩი დღეს, 11 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩიხურა მოიგებს მაგრად მჯერა ამ გუნდის
ვასიკო
10:43 11-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული