#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

დავით ხოჭოლავამ ფრანგულ კლუბს უარი შეუთვალა

AutoSharing Option
Sport.ua იტყობინება, რომ "შახტარის" ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კარიერის საფრანგეთში გაგრძელება არ ისურვა.

ხოჭოლავას სამსახურით "ტულუზა" იყო დაინტერესებული, ფეხბურთელის აგენტებს დაუკავშირდა, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.

ქართველმა ლეგიონერმა "ტულუზას" უარი შეუთვალა, სწორადაც მოიქცა და კლუბებს შორის მოლაპარაკება აღარ დაიწყება.

გასულ სეზონში დავითმა 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"შახტარი" უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელია და მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.



ასევე დაგაინტერესებთ