"შახტარს", რომლის ღირსებასაც მცველი დავით ხოჭოლავა იცავს, მწვრთნელი გამოეცვალა, პაულო ფონსეკამ "რომა" ჩაიბარა, მის ნაცვლად კი მისივე თანამემამულე ლუიშ კაშტრუ დაინიშნა, რომელიც იქამდე გიმარაეშის "ვიტორიას" ედგა სათავეში.
კაშტრუ ხოჭოლავას ენდობა და ყველა ამხანგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში აყენებს. ასე იყო 8 ივლისსაც, როდესაც დონბასურმა გუნდმა 2:0 სძლია ავსტრიის "ვოლფსბერგერს" - ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად იასპარეზა.
მიუხედავად გამარჯვებისა, კაშტრუ შეგირდების გარჯით უკმაყოფილო დარჩა. მან თქვა, რომ უკეთ მართებთ ასპარეზობა, მომენტების რეალიზაცია და საკუთარი საჯარიმოდან კომბინაციების დაწყება უჭირთ.
28 ივლისს "შახტარი" სუპერთასზე პრინციპულ მეტოქეს, კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება და პორტუგალიელი სპეციალისტი პრობლემების აღმოფხვრაში დარწმუნებულია.
უცნაური შემთხვევა - დავით ხოჭოლავა ერთ შეხვედრაში ორჯერ შეცვალეს
დავით ხოჭოლავას გუნდის მწვრთნელად ისევ პორტუგალიელი დანიშნეს
ოფიციალურად: ხოჭოლავას მწვრთნელი "რომას" თავკაცად დაინიშნა
დავით ხოჭოლავა: ლეკურს ვერ ვიცეკვებ, ვერც ვიმღერებ - "დინამოსთან" გასაძევებელი არ ვიყავი