რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინმა" მოსკოვში "ლოკომოტივთან" ფრეს (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მიაღწია. გეხსომებათ უთუოდ, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ხვიჩამ რკინიგზული გუნდი დატოვა, მწვრთნელმა იური სიომინმა თქვა, რომ ცრემლები წამოუვიდა. დღეს ნამატჩევს სიომინმა კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩას გოლი? ყოველთვის ასეა. როდესაც ფეხბურთელი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ გადის, გოლი გააქვს.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, არ გვეყო ემოციები და ამიტომ დავმარცხდით", - ციტირებს სიომინს championat.com-ი.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]
"რუბინის" მწვრთნელი: ხვიჩა კვარაცხელია 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო
იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელია სუპერტალანტია, მისი წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა
იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა არასასიამოვნოა - მაგრად დაგვეხმარებოდა