#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის "საბურთალოსთან" მატჩის შემდეგ (3:1) ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ მატჩში არ ვიყავით მობილიზებულები. არ გვეგონა, თუ "საბურთალო" ასეთ თამაშს შემოგვთავაზებდა. დღეს კი ჩვენი მეტოქე მოდუნებული იყო. ეს სხვებსაც ემართებათ ხოლმე.

მინდა ვთქვა, რომ რაც მოხდა, ჩემი ბრალია. "საბურთალოს" მატჩები ვნახეთ, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში.

ჩემი ფეხბურთელები მეტოქის 7 (ვაგნერ გონსალვესი) და 10 (გიორგი კოხრეიძე) ნომრების გაჩერებას ვერ ახერხებდნენ.

მატჩის შემდეგ გიორგი
კოხრეიძეს ვესაუბრე. ის "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია. მთავარია, ასე გააგრძელოს", - განაცხადა ზეკიჩმა.

"საბურთალომ" ტირასპოლის "შერიფს" ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.


altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

altგიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ