"მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა" - რა მდგომარეობაში დატოვეს ლუქსემბურგელებმა "დინამო არენის" გასახდელი?

AutoSharing Option
ფოტოგრაფი თამარ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც "ჩიხურასა" და "ფოლა ეშის" მატჩის შემდეგ ლუქსემბურგელთა გასახდელია გამოსახული.

"დღეს საერთოდ არ ვაპირებდი "ფოლა ეშის" გასახდელში შესვლას. უბრალოდ, როცა "დინამო არენის" თანამშრომლებმა დამიძახეს, მოდი, ნახე, რა ხდებაო, გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელმა თამაშამდე და თამაშის შემდეგ ბევრი "იბუინა", მეორე გოლის შემდეგ კიდევ გუნდის მეკარე მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინა (ფოტოგრაფების ზოლს), მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა.

ჰოდა, დავრჩი ფრიად გაკვირვებული, როცა ასე გაწიკწიკებული გასახდელი დამხვდა. მერე დაცვის ბიჭებმა თქვეს, ცელოფნებით თავიანთი ნაგავი თავად გაიტანესო... ლუქსემბურგი ჩვენზე
პატარა ქვეყანაა, ბევრად პატარა და არ მგონია, ჩვენზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს", - წერს ჯიშკარიანი Facebook-ის პირად გვერდზე.

Sportall.Ge

საჩხერის "ჩიხურამ" მეტოქე 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე შოტლანდიურ "აბერდინსა" და ფინურ "როვანიემს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას დღეს გაარკვევენ.

altსოსო ფრუიძის პრაგმატულმა "ჩიხურამ" "ფოლას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]

altრამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
რამოდენიმე წელია სასტუმრო ბიზნეს ვეწევი და სუფთად დატოვებული ევროპელისგან და იაპონელისგან ძალიან იშვიათად მახსოვს ასე რომ არ არის მასე თქვენ რომ გგონიათ. ლუქსემბურგელები ბევრი არ მყოლია, ამიტომ ვერ ვიტყვი მაგრამ მათი ახლობელი ჰოლანდილეებიისგან სულ სიბინძურე რჩება.
niko
19 ივლისი 2019 02:45
4
როგორც გაირკვა, დიდი ისტორია არაფერ შუაშია დიდ კულტურასთან.მაგალითი თვალწინ გაქვთ.
status quo
18 ივლისი 2019 19:44
0
100% მართალი ხარ! როგორც ჩანს კი არა ასეა წარსული არაფერ შუაშია რათქმაუნდა იაპონიას თუ არ ჩავთვლით და სკანდინავიას ვიკინგებიდან დღემდე.
პ.ს. ჩვენ როგორი კულტურა გვაქვს....?!
.
18 ივლისი 2019 20:17
0
ასეთი რამე გაუკეთებიათ იაპონელ გულშემატკივრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - საკუთარი ტრიბუნა რამდენიმე კაცმა დაასუფთავა და ნაგვით სავსე თავმოკრული დატოვა გასასვლელთან. ძალიან მარტივი საქმეა, მთავარია არ ეზარებოდეს ადამიანს. ეს მათ შინაგან კულტურაზე მეტყველებს.
:))))
18 ივლისი 2019 17:51
0
აგერ ქვემოთ სუპერმენმა სრული სიმართლე დაწერა და გამოხმაურებებში მაინც ღვარძლი აფრქვიეს მასზე. იმ ანეკდოტის არ იყოს, ყოველთვის გამოჩნდება ხალხი რომლებიც განათების ბოძს "შარს მოუდებენ" - ტოტები რატომ არ გაბიაო :):):)
მეცხრეზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ნაგავი არა ლიფტით, არამედ ფეხით ჩამაქვს რომ გზადაგზა სადარბაზოში დაყრილი ბოთლები, ქაღალდები და სხვა ნაგავი წამოვკრიფო და ერთიანად გადავყარო. აი ეს ხალხი ვართ !!!
kote
18 ივლისი 2019 16:43
0
გამოხმაურების ავტორს მინდა ვთხოვო რას გულისხმობს ქვეტექსტში, პატივი დაგვდოს და გაგვანათლოს.
emigranti
19 ივლისი 2019 11:38
0
თქვენ სადარბაზოშიც ეგეთი ამბავია?
ზურა
18 ივლისი 2019 17:50
0
ყველა გამოხმაურება
ალბათ, ბევრმა იცის რომ ლუქსემბურგი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულზე მშპ- ს რაოდენობით, ანუ ჩვენზე კი არა მსოფლიოში ყველაზე მდიდარია. იმის მერე გავიდა 800 წელი , რაც ჩვენ მართლა რაღაც ვიყავით
გიორგი
18 ივლისი 2019 16:19
0
მე ზუსტად ის აზრი ამოვიკითხე, რომ მიუხედავად ლუქსემბურგის ხანმოკლე ისტორიისა ჩვენთან შედარებით, მათი საქციელი მისაბაძია. ბაჩო შურღაიამ უბრალოდ შეგვახსენა რომ დიდი ისტორიის მქონე ერი ვართ, მაგრამ ყოფითი კულტურა არა გვაქვს შესაფერისი. ყველამ გავიხსენოთ რას გავს უმეტესი სახლების სადარბაზოები.... მოკლედ, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ ჩვენი ყოფნის შემდეგ ადგილი სუფთატ დავტოვოთ და ჩვენი ნაგავი სხვას არ დავუტოვოთ მოსახვეტად!? -ჰა?
დავით
18 ივლისი 2019 15:45
2
"ლუქსემბურგი ჩვენზე პატარა ქვეყანაა, ბევრად პატარა და არ მგონია ჩვენზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს"
იმის მაგივრად მადლობას ვუხდიდეთ და რა კარგები არიანო ვამბობდეთ მათ სიპატარავეზე და ჩვენი ისტორიის უკეთესობაზე ლაპარაკობთ... თქვე მართლა "პატარა" ადამიანებო, როდის უნდა ვისწავლოთ სხვა ერების დაფასება? იძახეთ ეხლა მთელი ცხოვრება არიქა დიდი ისტორია გვაქო და სარკეში მარტო საკუთარ თავს უყურეთ, სხვები არ დააფასოთ. იმედია არ დამიბლოკავთ ამ კომენტარს
superman
18 ივლისი 2019 15:26
5
სამწუხარო სიმართლეა მეგობარო
კენ
18 ივლისი 2019 16:10
0
ჯერ შენსას უნდა სცე პატივი და მერე სხვა დაინახო, თუ ეს არ გაქვს ვერასოდეს ისწავლი სხვის დაფასებას, თუ რამე პრეტენზია გაქვს პირველ რიგში ქართულად უნდა დაწერო შენი სახელი და მერე სხვას მისცე შენიშვნა და საერთოდ ქვეტექსტს დაუკვირდი
სუპერმენს
18 ივლისი 2019 16:08
26
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული