azerifootball.com-მა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გაბალას" თბილისის "დინამოსთან" წაგებას (0:2) სამარცხვინო უწოდა:
"საფირმო სირცხვილი: თბილისის "დინამომ" "გაბალას" ადვილად სძლია.
"გაბალას" თბილისის "დინამოსთან" თამაში - ეს უბრალოდ ანტიფეხბურთია! ამჯერად გრიგორჩუკიც კი არაფერ შუაშია (ყოფილი მწვრთნელი - რედ.)!
თუმცა, რომან გრიგორჩუკის მოსწავლისგან რას ველოდით? სიანან გურბანოვს გასულ სეზონში ისეთი ოსტატები ჰყავდა, როგორებიც ბეზოტოსნი, სტანკოვიჩი და მონროვიჩი არიან და ლუქსემბურგულ გუნდთან წაგება და ევროტურნირიდან გამოვარდნა მოახერხა!
მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის აშკარა ტყუილისა, "გაბალა" საკმაოდ გადახდისუნარიანია და კლესიოს და ჟუნიჩის მსგავსი მოთამაშეები 3-4 ათასი დოლარის ხელფასის გამო არ ჩამოვლენ. მიუხედავად ამისა, "გაბალას" მოთამაშეთა დონე მთლიანობაში საშინელი გახლდათ.
კლუბის ხელმძღვანელობას უნდა რცხვენოდეს, რომ განხორციელებული ტრანსფერების გამო სიანან გურბანოვი ჯერ კიდევ "გაბალას" მწვრთნელია. ყოველივე ამან გამოიწვია საკუთარ მოედანზე სუსტ "დინამოსთან" უსახელო მარცხი და ამ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია".
"გაბალას" მწვრთნელი: შემდეგ შეხვედრაში გამარჯვებას ვეცდებით
ფელის ვისენტე: თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება
თბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
"დინამომ გაბალა გადაყლაპა"!!!
ყურადღებით ვიყოთ აქ "შერიფი" არ გაგვიმეორონ.