"რუბინმა" ისევ გაიმარჯვა - ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში ქართველების "რუბინმა" ყაზანში 1:0 დაამარცხა "ახმატი".

ეს მიმდინარე პირველობაზე "რუბინის" პირველი საშინაო მატჩი იყო. შეხვედრას 45 405-ადგილიან სტადიონზე 11 500 მაყურებელი დაესწრო და მწვრთნელმა რომან შარონოვმა ზურიკო დავითაშვილთან ერთად პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ამბობდა, რომ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო.

ორივემ კარგად იასპარეზა, გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა გროზნოელთა მეკარე გოროდოვი.

გამარჯვების გოლი 73-ე წუთზე ისლანდიელმა თავდამსხმელმა კიარტანსონმა გაიტანა.

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, კვარაცხელია 90+3-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა,
"რუბინში" ახლახან გადასული ნიკოლაი ყიფიანი კი სათადარიგო იყო.

დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინი" 7 ქულით მეორე ადგილზეა და 4 აგვისტოს ცსკა-ს უმასპინძლებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
18 წლის ახალგაზრდები რუსეთის ძალისმიერ ჩემპიონატში თან ძირითადში როგორ გაუძლებენ საინტერესოა.არ დაგავიწყდეთ შეტევა ძირითადად ქართველებზეა აგებული.მთავარია მთელი სეზონი ეყოთ ძალა.
ღმერთმა ძალა მოგცეთ
01:13 30-07-2019
0
ვნახე თამაში და ძალიან მაგარი ბიჭია მართა ტალანტია წარმატებები ზურიკოს
გიორგი
01:13 30-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული