პოლონეთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. "პლოცკის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ერთი შეხვედრა გამართა, მეორეში კი განაცხადში არ ყოფილა.
Sportall.ge საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წევრს პოლონეთში დაუკავშირდა და ქართული ფეხბურთის შესახებ ესაუბრა.
Sportall.ge საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წევრს პოლონეთში დაუკავშირდა და ქართული ფეხბურთის შესახებ ესაუბრა.
- "პლოცკის" შემადგენლობაში "ლეხთან" მატჩში განაცხადში არ ყოფილხართ, რა იყო ამის მიზეზი?
- ცოტა მუხლი მაწუხებს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დამესვენა. წინ ძალიან დიდი სეზონი გველოდება და არ მინდა, გართულდეს.
- ცოტა მუხლი მაწუხებს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დამესვენა. წინ ძალიან დიდი სეზონი გველოდება და არ მინდა, გართულდეს.
სერიოზული არაფერია, უბრალოდ მუხლი გადაღლილია. ნაკრების თამაშები დაემთხვა დასვენების პერიოდს, სეზონის ბოლოსაც მაწუხებდა, ბოლომდე ვერ მოვიშუშე, აღდგენითი ნემსი გავიკეთე და თავს უკეთესად ვგრძნობ.
სხვათა შორის, ახალი მწვრთნელი გვყავს და დიდი ალბათობით, განაცხადში ვიქნები, ხოლო რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება. მე კი 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ.
- სანაკრებო თამაშები ახსენეთ... როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვს ამ გუნდს?
- საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად ვერ შევაფასებ, არცთუ ისე კარგად დავიწყეთ. ფაქტობრივად, ჯგუფიდან გასვლის ყველა გზა მოვიჭერით. დარჩენილი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვაქვს.
2020-ში ერთა ლიგის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. პირველ რიგში, ნახევარფინალი და იმედი მაქვს, ფინალიც. ამ თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ, მაქსიმალურად შევთამაშდეთ და ჩამოვყალიბდეთ, რა ტაქტიკით ვაპირებთ ბელორუსთან თამაშს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული მოთამაშის ფორმაში ყოფნა.
მთავარია, რომ ყველა ჯანმრთელად იყოს და ტრავმა არ აწუხებდეს. იმედი მაქვს, ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩებს მოსამზადებელ ეტაპად გამოვიყენებთ და ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად იქნება.
ერთა ლიგის ჯგუფში მიღწეული წარმატების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ თითოეული ფეხბურთელი ფორმის პიკში იყო, არავის ტრავმა არ აწუხებდა. იმედი მაქვს, ბელორუსთან თამაშსაც ასე შევხვდებით.
- ბოლო წლებში პოლონეთის ექსტრაკლასაში არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა. ამ სეზონშიც ჰყავს საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელი. თქვენ მეოთხე წელია ამ ლიგაში ასპარეზობთ. როგორ შეაფასებთ ქართველების გამოსვლას ექსტრაკლასაში?
- დადებითის გარდა, არაფრის თქმა არ შემიძლია. ვინც ბოლო პერიოდში პოლონეთის ჩემპიონატში ითამაშა, ყველამ კარგად წარმოაჩინა თავი. მომავალშიც დაინტერესდებიან ქართველი ფეხბურთელებით. ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
მეოთხე წელია აქ ვარ. ვხედავ და ვუყურებ, რამდენად კარგად არიან განწყობილნი ქართველების მიმართ. როცა საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენ, იზრდება დაინტერესება სხვა ფეხბურთელების მიმართაც.

წელს ლიმიტი მოიხსნა არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე, აქამდე მხოლოდ 2 ფეხბურთელის ყოლის უფლება ჰქონდათ - ერთი ძირითადში, ერთი შეცვლაზე.
რაც შეეხება ვაკო გვილიას, მიხარია რომ "ლეგიაში" გადავიდა. ეს ბოლო წლების ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. დარწმუნებული ვარ, რომ იქაც კარგად წარმოაჩენს თავს. იმსახურებს ვაკო აქ თამაშს და თავი უკვე გამოიჩინა, ვულოცავ. მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს და მიხარია მისი წარმატება.
- ახლა ევროტურნირები მიმდინარეობს, რომლის მეორე ეტაპზეც სამი ქართული კლუბი თამაშობს და სამივეს აქვს შანსი, მესამე რაუნდში ითამაშოს. თუ ადევნებთ მათ თვალს და რისი თქმა შეგიძლიათ?
- როდესაც დრო მაქვს და ვარჯიშს ან თამაშს არ ემთხვევა, ყველა ქართული კლუბის თამაშს ვადევნებ თვალს, მათ შორის, ეროვნულ ლიგას.
- როდესაც დრო მაქვს და ვარჯიშს ან თამაშს არ ემთხვევა, ყველა ქართული კლუბის თამაშს ვადევნებ თვალს, მათ შორის, ეროვნულ ლიგას.
მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ისინი ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ, მინდა ასახელონ საქართველო და დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად და ქართველების გასახარებლად.
- თქვით, რომ საქართველოს ჩემპიონატსაც ადევნებთ თვალს. რას იტყვით ახალ, 10-გუნდიან ფორმატსა და სხვა ცვლილებებზე, რაც ეროვნულ ლიგაში განხორციელდა?
- რაც შეეხება ფორმატს, კარგი იქნება, თუ 16, 18 ან თუნდაც 20 გუნდი გვეყოლება, ვისაც ექნება საკუთარი მოედნები, სავარჯიშო ცენტრები, თუმცა, სამწუხაროდ, აქამდე ბევრი გვიკლია. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი შეიძლება.
ამ ეტაპზე 10-გუნდიანი ჩემპიონატი ჩემთვის ყველაზე მისაღები ფორმატია, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ერთი დონის გუნდია, მეტი კონკურენციაა. ეს უფრო გაზრდის ხარისხს და რა თქმა უნდა, დონეც აიწევს.
თვალშისაცემია ის ინფრასტრუქტურა, რაც განხორციელდა; ასევე, გაშუქებაც. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ ხოლმე თვალს მატჩებს. მეტი დაინტერესებაც წამოვა და ნელ-ნელა აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება, წინ წავალთ, დონეც მოიმატებს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რასაც ქართველი ხალხი ელოდება. შედეგიც არის, წელს ბევრად უფრო კარგად გამოდიან ევროტურნირებზე, ვიდრე გასულ წლებში.
- საუბრის ბოლოს - ხომ არ ფიქრობთ, რომ კარიერის ბოლო წლებში, როდესაც ამის დრო დადგება, თუნდაც ერთი სეზონი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეთ?
- კი, რატომაც არა, ვფიქრობ ამაზე. მინდა კიდეც, რომ ასე მოხდეს. მთავარია, საქართველოდან იყოს დაინტერესება, მე ამაზე თანახმა ვიქნები.
ბოლო წლებში საქართველოში დაბრუნებაზე ხშირად ვფიქრობ და ძალიან მინდა, დანარჩენი კი ქართულ კლუბებზე იქნება დამოკიდებული.
ბოლო წლებში საქართველოში დაბრუნებაზე ხშირად ვფიქრობ და ძალიან მინდა, დანარჩენი კი ქართულ კლუბებზე იქნება დამოკიდებული.