#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

azerisport.com-ს მიაჩნია, რომ "დინამოს" "ფეიენოორდი" გააჩერებს - ინტერვიუ ლევან შენგელიასთან

AutoSharing Option
azerisport.com-მა "გაბალასთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ ინტერვიუ თბილისის "დინამოს" შემტევს, ლევან შენგელიას ჩამოართვა.

- "დინამომ" გაბალაში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. შეიძლება ითქვას, მესამე რაუნდის საგზური გაინაღდეთ?
- არა, მე ასე არ ვთვლი. დაწყებული საქმე საკუთარ მოედანზე უნდა დავასრულოთ. მხოლოდ ამის შემდეგ დავინახავთ, ყველაფერი როგორ იქნება.

- მთლიანობაში გაბალურ მატჩზე როგორ კომენტარს გააკეთებდით? ადვილი იყო?
- მართლა მძიმე თამაში გამოვიდა. "გაბალა" კარგი გუნდია, შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

- ისევ შეძლებთ გამარჯვებას?
- კვლავ მოგებაზე ვითამაშებთ. გვინდა, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

- როგორ
მოგეწონათ გაბალაში ატმოსფერო, კლუბის ადგილობრივი ბაზა?
- დიახ, ბაზა ძალიან მომეწონა. იქ ფეხბურთისთვის ყველა პირობაა. ყოველთვის მიხარია, როდესაც ასეთ ბაზას ვხედავ.

- თუ მესამე რაუნდში გახვედით, იქ ჰოლანდიის "ფეიენოორდს" შეხვდებით. დიდი ალბათობით, "დინამო" იქვე გაჩერდება?
- ჯერ "გაბალა" უნდა გავიაროთ, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. შემდეგ ვნახავთ, რა და როგორ იქნება. გაბალელებთან საპასუხო მატჩზე სრულად კონცენტრირება გვმართებს.

- 4 წლის წინ ორი მატჩის ჯამში "გაბალამ" "დინამოს" სძლია. მომავალ შეხვედრაში გამარჯვებას რევანშად განიხილავთ?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მსურს.

მატჩი პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" დაიწყება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 25 ივლისს, აზერბაიჯანში თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ