მშენებელი კომპანია "ანაგი" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს უსწრებს, რაც ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, სტადიონის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდეს, - ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-ს შპს "სტადიონმა" გამოუგზავნა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრიბუნების მოწესრიგება, სადრენაჟე სისტემის მოწყობა და შიდასარემონტო სამუშაოები.
შპს "სტადიონის" ცნობით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება წინამოსამზადებელი სამუშაოები მინდვრის საფარის დაგებისა და სკამების მონტაჟზე.
ბათუმის ახალი სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად შენდება და გათვლილია 20 000 მაყურებელზე.