თბილისის "ლოკომოტივის" მეკარეების მწვრთნელად მამუკა აბუსერიძე დანიშნეს, - ამ ინფორმაციას რკინიგზული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
საბჭოთა პერიოდში აბუსერიძე თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი მეკარეების მწვრთნელად საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, აგრეთვე, "სამტრედიაში" მუშაობდა.
აბუსერიძე "ლოკომოტივში" უკვე შეუდგა მუშაობას.