თამაშგარეები, სათამაშო წუნი, მომენტების განიავება - საქართველოს ნაკრებმა კორეასთან ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 სექტემბერს, საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომელთა უმეტესობას კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვს. თამაში პირველ ტაიმში თანაბარი იყო, ჩვენი გუნდი კი, ძირითადად, მარჯვენა ფრთიდან უტევდა, სადაც ყაზაიშვილი აქტიურობდა.

ტაიმის დასასრულ, ყაზაიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა, ანანიძეს გადასცა და მან ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში მეტოქე გუნდის მწვრთნელმა რუი ბენტომ ერთბაშად სამი ცვლილება განახორციელა და შეცვლაზე შესულმა ჰვანგმა ბურთზე პირველივე შეხებით საპასუხო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა
იყო, თუმცა ჩვენი ცენტრალური მცველების შეცდომაც ხაზგასასმელია. შემდეგ კანგ-ინმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. მომენტები "ჯვაროსნებსაც" ჰქონდა, მაგრამ ყაზაიშვილმა (ორჯერ) და კიტეიშვილმა ვერ გამოიყენეს. 67-ე წუთზე ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრის მორიგი შანსი გაანიავა.

შემდეგ ორივე გუნდში შემადგენლობები სერიოზულად შეიცვალა. თამაში "აიჭრასავით", ორივე გუნდის მხრიდან შეცდომებმა იმატა და კუინგ-ვონს მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. სამაგიეროდ, არ გაუშვა შანსი ჰვანგმა, რომელმაც ჩაწოდებულ ბურთზე კაშიას დაასწრო და დუბლი შეასრულა.

ბოლოს თამაშში აქტიურად ჩართულმა ქვილითაიამ ფრის მომტანი გოლი გაიტანა და მსაჯმა თამაშგარე ისევ არ დააფიქსირა.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარში ბევრი შეცდომა დაუშვა და იმედი ვიქონიოთ, რომ დანიასთან შეხვედრაში იმავეს არ გაიმეორებს. იმედი ხომ ბოლოს კვდება.

სტამბული. "ფათიჰ თერიმი"
საქართველო - სამხრეთი კორეა 2:2
გოლები: 1:0 ანანიძე (40), 1:1 ჰვანგი (48), ჰვანგი (85), ქვილითაია (90)

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე, აბურჯანია (გვილია 61), კიტეიშვილი (დაუშვილი 71), დავითაშვილი (ლობჟანიძე 73), ანანიძე (პაპუნაშვილი 60), ოქრიაშვილი (ქვილითაია 61), ყაზაიშვილი (კანკავა 80)

კორეის რესპუბლიკა: სუნგ-იუნი, ჯინ-სუ, მინ-ჯაე, კიუნგ-ვონი, ჰი-ჩანი, კანგ-ინი (ბო-კიუინგი 72), სეუნ-ჰო (იუნგ-გვონი 46), ჩანგ-ჰონი, ჯი-სუ (ვო-იუნგი 46), ჯეონგ-ჰეიოპი (უი-ჯო 46), სონი (სანგჰო 62)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
აი ვაისს რო აკრიტიკებთ, ერთი გამაგებინა შვეიცარიის და დანიის გარდა ვისაც ეთამაშა შედეგი არ დადო? ევროპის ლიგა მოიგო და თან ისე რომ საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდა. სტატისტიკას მაინც ჩახედეთ გუშინ მარტო 18 ჯერ დაირტყა მეტოქის კარისკენ, 48 სახიფათო შეტევა ქონდა, ვეთამაშეთ გუნდს რომელსაც ჩვენზე კარგი შიდა ჩემპიონატი და მეტი ფეხბურთელები ყავს უკეთეს გუნდებში (ტოტენჰემი, ვალენსია ზალსბურგი ჰამბურგი), ჩვენ რო სონის ნაირი ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ ევროპის ჩემპიონობას მოვითხოვდით მინიმუმ. დაცვაში კიდე 2 ძირითადის კაცი გვაკლდა, დვალს ტრამვააქ ნალოვსკის გვაკლია. რო უკიჟინებთ ის გამოიძახე ეს გამოიძახე, ხომ ათამაშა ლობჟანიძე და ხარაბაძე რო იძახდით ნაკრებში ჩქარა რაღადროს ნავალოვსკიაო, ხომ იყო მოტიტვლებული მარცხენა ფლანგი? ჯანო და ოქრი რომ საშინელ დღეში ჩააგდეთ შვეიცარიასთან თამაშის მერე ხომ იყვნენ საუკეთესოები გუშინ? მაგრამ ვერ ერკვევით ფეხბურთში ვერც გულშემატკივარი ვერც კომენტატორები და ვერც ჟურნალისტები. ეჰ ნეტა ქეცბო დააბრუნონ ნაკრებში ან ცხადაძე 7 მცველით რო გამოვიდეს გუნდი.
semi
14:49 06-09-2019
4
Vakom to igora isev da es pirveli araa misgan.rodis unda sheignos am bichma pasia sachiro mag dros
Butxa
12:49 06-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული