გიორგი ხარაიშვილმა დუბლი შეასრულა - თუმცა ნაკრებში პერსონა-ნონ გრატაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე "ჰამარბიუსთან" დუბლი შეასრულა.

თუმცა მატჩში, რომელსაც სტოკჰოლმში 26 52 მაყურებელი დაესწრო, ხარაიშვილს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და "გეტებორგი" 2:6 განადგურდა.

გიორგიმ ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არაფრის დიდებით არ იძახებენ.

"გეტებორგი" 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-6 ადგილზეა და 21 სექტემბერს "სირიუსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვაისს აქვს უაზრო ახირებები. მერამდენედ ჩააგდო თამაში, ფორმაში არ მყოფ ფეხბურთელებს იძახებს და ამბობს კმაყოფილი ვარო. ანანიძეზე მეტ სამუშაოს მაინც შეასრულებდა.
ჯემალი
19:58 15-09-2019
8
არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე?აცალეთ ამ კაცს თამაში და იმ კაცს მწვრთნელობა. ვერ დაინახა ამ მომენტისთვის ძირითადში ხარაიშვილი და არ დაუძახა. მეც ვფიქრობ, რომ სხვების ფონზე ხარაიშვილი გამოსაძახებელია მინიმუმ, თუ არა შეცვლაზე სათამაშებელი, მაგრამ არც მისი გამოუძახებლობაა ამ მომენტში ტრაგედია არც გიორგისთვის რომელიც ვითარდება და აუცილებლად ითამაშებს ნაკრებში, და არც ნაკრებისთვის. ყველაფერი იქნება თავის დროზე, თქვენ კი თქვენს საქმეში ეძებეთ ხარვეზები და სხვისი გაკეთებულის დანახვა ისწავლეთ - დანიასთან ნაკრებს მწვრთენლის ხელი რომ ეტყობოდა მარტო ბრმა თუ ვერ დაინახავს
valderrama
21:49 15-09-2019
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული