#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

საბა კვირკველია ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მცველი საბა კვირკველია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოსკოვის "ლოკომოტივს" "ბაიერთან" მატჩში ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ ძალიან მოკლე კომენტარი "ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა.

"შეძლებს თუ არა კვირკველია "ბაიერთან" თამაშს? არა", - განუცხადა სიომინმა tass.ru-ს.

კვირკველიას ტრავმის გამო ამ სეზონში ოფიციალურ მატჩში ჯერ არ უთამაშია, რკინიგზული კლუბის "ტვიტერზე" კი მის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება: "საბაც გუნდთან ერთადაა, ფორმაში შედის და ყველას მოკითხვას გადმოგცემთ!"

"ბაიერისა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა 18 სექტემბერს ჩატარდება.


Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ