#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ჯანო ანანიძე ათამაშეს, ჯიქია გააძევეს - "სპარტაკი" კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
6 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "სპარტაკი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "კრასნოდართან".

ოლეგ კონონოვის გადაყენების შემდეგ "სახალხო გუნდს" დროებით მისი ასისტენტი სერგეი კუზნეცოვი ხელმძღვანელობს და ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. თუმცა წამხდარ საქმეს ვერც მან უშველა და 69-ე წუთზე შეცვალეს.

90+2-ე წუთზე მსაჯმა "სპარტაკის" კაპიტან გიორგი ჯიქიას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

"სპარტაკმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მარცხი იწვნია, 14 ქულით მე-10 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს და 19 ოქტომბერს "რუბინს" უმასპინძლებს.

alt

არტაკი" კვლავ დამარცხდა" style="height: 50px; width: 50px;" />"სპარტაკის" მწვრთნელი მოხსნეს - ამით ჯანო ანანიძის პრობლემა არ გადაიჭრება

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ