ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დაპირისპირებაც მოიგო. ქართველი სპორტსმენის მეტოქე გამბიელი ფაიე ნჟიე იყო, რომელიც ლაშამ მარტივად, ორ წუთზე ნაკლებ დროში, იპონით შეფასებული გდებით დაამარცხა.
გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა
ამ ბმულზე შეუძლია.
შავდათუაშვილის მომდევნო მეტოქე 19 წლის სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იქნება. შეხვედრა დაახლოებით 15 საათზე დაიწყება.