15:05 09-09-2017
გურამ თუშიშვილი ყაზახურ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია [VIDEO]
AutoSharing Option
მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ასტანის ტურნირში ფინალამდე გზა იოლად განვლო, გადამწყვეტი შეხვედრა კი ადგილობრივ მოჭიდავესთან - აიბეკ ნუგიმაროვთან დათმო. აღსანიშნავია, რომ ფინალში ყაზახი სპორტსმენის გამარჯვებას ბევრი არ მოელოდა და მათ შორის თავად ნუგიმაროვიც, რომელმაც წარმატება საკმაოდ ემოციურად გამოხატა.
ფინალური შეხვედრის შემდეგ გურამმა კომენტარი გააკეთა:
"ვულოცავ აიბეკს. მარცხში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ - ფინალურ შეხვედრაში ზედმეტად თავდაჯერებული გამოვედი. კაზაკშა კურესის ტურნირში პირველად არ ვმონაწილეობ. სპორტის ეს სახეობა საკმაოდ ჰგავს ძიუდოს და ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, კაზაკშა კურესს ჩვენს ეროვნულ სახეობას - ქართული ჭიდაობასაც ძალიან ვამსგავსებ".
ყაზახურ ჭიდაობაში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა 38 ქვეყნის 42-მა მოჭიდავემ მიიღო. ტურნირის საპრიზო ფონდი 30 მლნ ტენგეს (დაახლოებით 90 ათასი აშშ დოლარი) შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ამოსმულზე მერამდენედ ეცემა, ფრთხილად უნდა იყოს, რამე კონტრილეთიც უნდა შეიმუშაოს. სხვათაშორის რინერსაც უყვარს ეს ილეთი და უნდა უფრთხილდეს
7
2
ამისგან რა მსოფლიო ჩემპიონობას უნდა ელოდო,აგერ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა კიდევ,ასე რომ მუდმივი ბრინჯაო და ვერცხლი ექნება ეგაც თუ არ დაკარგა.
3
11
რა უნდოდა იქ? რა რჯიდა, რომ ვიღაც ყაზახს თავი მოაჭიჭყვინა!
1
0
რა ყველამ პირი შეკარით.მოჭიდავემ ყველგან უნდა იჭიდაოს.გურამი გუშინდელი ბიჭი არ არის,და თვითონ უკეთესად იცის რა გააკეთოს.შედეგები?......-იქნება!წარმატებები გურამ!
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული