სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ტურნირზე, 73 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გრიგალაშვილმა, პირველი 3 მეტოქის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვთან წააგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, დამატებით დროში შვეიცარიელ ნაიმ მატს ვაზარით სძლია.
ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო 55 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯაბა პაპინაშვილიც, მაგრამ მან გადამწყვეტი ბრძოლა წააგო.
ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს ვანო ნინიაშვილმა, რობინზონ ბეგლარაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა, შალვა გაზაშვილმა, ნატალია ყიფშიძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა.
ხვალ იჭიდავებენ:
ვაჟები
-90 კგ - ნიკა სიდამონიძე
+100 კგ - გელა ზაალიშვილი, ამირან წიკორიძე
ქალები
-63 კგ - სალომე მჭედლიშვილი
- ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში