თბილისის გრან პრი. II დღე: ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს!

AutoSharing Option
31 მარტს თბილისის გრან პრიზე ქართველ ძიუდოისტებმა 5 მედალი მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლისთვის თამაზ კირაკოზაშვილმა (81) იჭიდავა, რომელიც ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს ანრი
ეგუტიძეს შეხვდა. კირაკოზაშვილმა ეგუტიძე ბრწყინვალედ დაამარცხა, ჯერ მტკივნეული ილეთი გაუკეთა და შემდეგ შებოჭა. აღსანიშნავია, რომ კირაკოზაშვილმა საქართველოს მე-4 ოქროს მედალი მოაპოვებინა.

ნუგზარ ტატალაშვილი (81) ბრინჯაოსთვის კობა მჭედლიშვილს შეხვდ და იპონით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი (73) ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა, სამი გაფრთხილება მიაღბეინა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აქამდე ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალში ჰოლანდიელი ვან ვესტედე იპონით დაამარცხა. ფრიდონ გიგანმა კი, რომელიც
ირანელ ჩემპიონ მოჰამადს დაუპირისპირდა, მეტოქე ეფექტურად დაატრიალა და ბოლო წამზე იპონით დაამარცხა.

ეს რიგით მეორე ქართული ფინალია თბილისის გრან პრიზე. პირველ დღეს 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდა.

17 წლის მარიამ ჭანტურიამ (70) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჭანტურია გერმანელ შაუნდრა დიედრიჩს შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა. ძირითად დროში ჭანტურიამ ერთი გაფრთხილება, ხოლო დამატებით დროში ორი გაფრთხილება მიაღებინა მეტოქეს.

მარიამ ჭანტურია პირველია ქალებს შორის, რომელმაც თბილისის გრან პრიზე საქართველოს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს საქართველოს ნაკრებმა გრან პრიზე 5 მედალი მოიპოვა. ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66) ოქროს მედალი მოიპოვეს, ამირან პაპინაშვილმა (60) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძემ (60) და ლაშა ჩადუნელმა (60) კი ბრინჯაოს მედლები მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამართლდა ჩემი პროგნოზი, კირაკოზაშვილზე, რამდენჯერმე დავწერე ჩემი მოსაზრება რომ 81-ში უნდა იჭიდაოს მან და არა ზებედამ. იმედია ანდობენ ევროპის ჩემპიონატსაც.
ჯ ი ჯ ი
31 მარტი 2018 18:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული