თბილისის გრან პრი: თუშიშვილმა ოქრო, საქართველოს ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გურამ თუშიშვილი +100კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში ირანელი ჯავად ჯავად მაჰჯოუბი დაამარცხა, იქამდე კი აზერბაიჯანელ ჯალილ შუკორივს, ჰოლანდიელ იურ სპიკერსს და ნახევარფინალში ქართველ ლევან მატიაშვილს სძლია, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი პაპუნაშვილი -90კგ-ში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალი ბრაზილიელ რაფაელ მაჩადოსთან წააგო.

შეჯიბრის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრეა თორნიკე, ობრალოდ ჯანზე იყო,თუშიშვილთან ახლოს ვერ მივა, კიდევ კარგი თუში მიხვდა რომ ძალაზე არ უნდა აყოლოდა და ტექნიკით ეგრევე მოუგო, მაგის წონით კიდე მძიმეში როგორ იგებს ეგაა დასაფასებელი, და არა ვითომ იგნორირება
achi
02 აპრილი 2018 11:36
0
საინტერესოა, იქნებ ვინმე კომპეტენტურმა ახსნას რატომ არ მისცეს ირანელს პირველ ორ გდებაში ქულა?
B-52
02 აპრილი 2018 11:02
4
ეს ირანელი კარგად იცის ძიუდოს სამყარომ, როგორც 100კგ-დან ასევე ამონაცვლებული +100დან და ჯერ მსოფლიოს მაშტაბით განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ისიც კარგად მახსოვს ბექამ როგორ მოუგო 100კგ-ში. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას ირანელი ფორმის პიკში იყო, ძირითადად პიზიკური კონდენციებით, ხოლო თუშა ვერ იყო ფორმაში, რადგან მისი საშუალო წონა 112კგ-ა, ფორმის პიკში მსოფლიოზე 118კგ იყო, გუშინ კი მხოლოდ 108.5კგ, შესაბამისად ჯანი რომელიც მძიმე წონას ჭირდება აკლდა. ნუ დავაკნინებთ მოგებას და ნუ მივაწერთ საქართველოს ფაქტორს. იგივე ჩემიონატზე კობა მჭედლიშვის 2 უეჭველი ვაზარი არ მისცეს და საერთოდ მოხსნეს ანრი ეგუტიძესთან.

თორნიკე
02 აპრილი 2018 10:14
1
დაიმახსოვრეთ ეს ირანელი . თუშიშვილს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს ჭიდაობა წაგებული ქონდა
zaza
02 აპრილი 2018 05:59
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული