"არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

AutoSharing Option
"საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა აღმასკომის სხდომის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთეს.

საგანგებო განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა:

"პირველ რიგში, ნაკრების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, ახალგაზრდა თაობას, ყველა გულშემატკივარს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა, დგას და მთელი გულით გულშემატკივრობს ქართულ ძიუდოს. მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს: ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა და არც ერთი თანამდებობა. ჩვენი ტიტულები და წარმატება არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პოპულარიზაციისთვის მომართული.

რაც შეეხება განცხადებას:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო
პირობების უზრუნველყოფა, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით. საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვდასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში".

ჭრიკიშვილის მეუღლე: ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს

ეს არის ის განცხადება, რომელიც გვინდოდა წაგვეკითხა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ გვიწევს ამის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ აქამდე ბევრჯერ ვეცადეთ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენი კონკრეტულად ვითხოვთ დავით ქევხიშვილის გადადგომას, რადგან ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ვთხოვთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციაში პრობლემის მოგვარება, გულთან ახლოს მიიტანოს ქართული ძიუდოს გასაჭირი".

სპორტსმენებს შორის, რომლებიც ამ განცხადებას შეუერთდნენ, არიან: ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები.

აღმასკომის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

▶ ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
მკითხველის კომენტარები / 31 /
შიგნით მოაგვარეტ ესეთი ამბები,თუ რამე შესაცვლელია შეცვალეთ,მე რო მეუბნები არ ვივარჯიშებო რას მექადნები,ნურც გივარჯიშია, ვინმემ ეგ არ იდარდოს.ხალხი პატივს მაშინ გცემთ ტიტულებს რო იგებთ,თორე ჯიგარი ბიჭები ჩვენც კი ვართ..
გოჩა
04 მაისი 2018 16:17
19
წაგებამდე გაგეკეთებინათ ეს განცხადება თუ მაგრები ხართ.ეხლა სხვაზე გადაგაქვთ თქვენი დედლობა.
თამაზი
04 მაისი 2018 16:15
17
სამარცხვინო გამოსვლა ევროპის ბოლო ჩემპიონატზე იყო ბოლო წვეთი.მრცხვენოდა ბიჭების მაგიერ და ვერ მივხვდი: მოუმზადებლები იყვნენ თუ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ.უჩვეულო იყო ყველა მათგანის ყურება.მათ უკვე გაგვანებივრეს გამარჯვებებით.ჩამოაშორეთ სპორტს მეოცნებე და ფულზე დაგეშილი ადამიანები.გურამმა,ვარლამმა,ლაშამ,ავთანდილმა,ზებედამ,ადამმა,ნუგზარიმ,ლუხუმმა სხვებმა ყველგან უნდა გაიმარჯვონ და გაიმარჯვებენ კიდეც.შეუწყეთ ხელი და ისინი მუდამ გაიმარჯვებენ.
გიორგი ჯანიკაშვილი
04 მაისი 2018 16:14
1
შეგნებულად არ მოემზადეთ სათანადოდ ასპარეზობისთვის, ასპარეზობაზე შეგნებულად არ დაიხარჯეთ ბოლომდე, გულშემატკივრები და ქვეყნის ღირსება ფაქტობრივად ფეხებზე დაიკიდეთ და კიდევ სხვისკენ იშვერთ თითებს?.. წარმატების შემთხვევაში რომ გაგეკეთებინათ მსგავსი განცხადება,თუნდაც ევრო – გუნდურზე შარშანდელი გამარჯვების შემდეგ,ნამდვილად ღირსეული და მისაღები საქციელი იქნებოდა თქვენგან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეთ, ანტირეკორდები დაამყერეთ (მათ შორის რუს მეტოქეებთან ხუთიდან ხუთი წაგება. 1995 წლის მსოფლიოზე სამიდან სამი წაგება იყო ანტირეკორდი.) და კიდევ იმას იძახით არ ვიჭიდავებთო?...აფერუმ თქვენ ვაჟკაცობას!!!
ლაშა
04 მაისი 2018 16:12
9
უჰ, რუს მეტოქეებთან წაუგიათ კაცო. აბა მაშინ სიკვდილით უნდა დაისაჯონ.
odala
04 მაისი 2018 17:38
0
რატომ არ აქვეყნებთ ჯ ი ჯ ი -ს წერილს?
ვეტერანი
04 მაისი 2018 16:11
0
სწორი გადაწყვეტილებაა, ქევხიშვილს საქართველოში არ იცნობენ და მსოფლიო ძიუდოს ოჯახში მითიმეტეს არავინ.ადრეც დავწერე ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს ცნობადი მსოფლიო ძიუდოში, რომ არ დაგვჩაგრონ უმიზეზოდ.კაცს რომელსაც არ მოუგია არაფერი სერიოზული რაზეა ლაპარაკი. ყოჩაღ ბიჭებს რომ ამოიღეთ ხმა.
ჯ ი ჯ ი
04 მაისი 2018 15:31
4
უკვე იმდენად აიღო ნამუსზე ხელი, რომ ამ კატასტროფულ გამოსვლას ყველას აბრალებს სპორტსმენებიდან დაწყებული მსაჯებით დამთავრებული,ოღონდ კი თვითონ გამოვიდეს მშრალად.
გაიტანეთ გრელანდია!!!!
04 მაისი 2018 15:21
3
არა გადადგომას!
დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს
04 მაისი 2018 15:13
26
მიდი მაშინ და შენ და ქევხიშვილმა იჭიდავეთ! ის მაინც თქვი, შემოწმდეს, დაილაპარაკონ ...
=***
04 მაისი 2018 15:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული