დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
გადადექი და პატივისცემა და სახელი მაინც დაიტოვე. თორემ ხალხი თავისას მაინც მიახწევს და არც თანამდებობა და აღარც პატივისცემა აღარ დაგრჩება. და პირველ რიგში ყაველაშვილებისთვის აღარ იქნები საინტერესო და პატივცემული. ესეა ეს კარიერისტული ცხოვრება მოწყობილი.
kolega
10 მაისი 2018 18:31
2
საბოტაჟისთვის გუნდი დასაშლელია!გზა ახალგაზრდებს!!!!
toma
10 მაისი 2018 16:50
22
იმიტომაც არ ვიფიქრე ევროპაზე როგორ გაუგორდა ლიპო ხბოსავით ბელორუს!
ევრო
10 მაისი 2018 18:14
7
სრული მხარდაჭერა მოქმედ ათლეტებს და არა ძიუდოს პრეზიდენტის ''საძმოს''!
10 მაისი 2018 22:25
1
ეგ კაცი თვითონ აპირებს ტურნირებზე გასვლას ყველას მაგივრად თუ მართლა ასეთი ნაგლია,როგორიც ეკრანიდან ჩანს? სამინისტროს არ აქვს უფლება არ გაივალისწინოს მოქმედი ათლეტების პრეტენზიები! სირცხვილია როცა სავარჯიშო პირობები აქვთ მოუწესრიგებელი და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ! მხოლოდ რაგბი არაა ამ ქვეყანაშ პრიორიტეტი! მიაქციეთ ყურადღება ამ ადამიანებს! რომელიმე ჩვენგანი ან თავად პრეზიდენტის მხარდამჭერებიდან ვინმე უკეთეს შედეგს დადებს შეჯიბრებებზე?
10 მაისი 2018 22:23
1
ფუ რა უთავმოყვარო ყოფილა ეს შრეკი იდიოტი.შენ მოიქეცი ისე,როგორც პრეზიდენტს ეკადრება...
სტატუს ქუო
11 მაისი 2018 09:22
1
ეეეეეეეეეე! არ აყროლა აქაურობ!
ზვიადაური
10 მაისი 2018 18:44
1
კაი რა ხალხო. კიდე გადადექი და გადმოდექი??? ისევ იქ ხართ ჩარჩენილი? აგე ყრილობა და გადააყენონ.
haha
10 მაისი 2018 16:55
15
ქევხიშვილი არის მართალი თუ ლიპო უკვე ორღობის ჭორიკნობას გავს და ისე ზებედას რა უნდა შავდათუა არ იღებს ხმას და აქ ლიპოს გარდა აქ ვინმეს ხმა ამოსაღები? ღვინიამ კიდე სუნთქვის გამოსწორებაზე იმუშაოს ჯობია იქეთ აქეთ სირბილს .
dola
10 მაისი 2018 16:39
16
მაიანცდამაინც ბიძომ უნდა გითხრას რომ გადადგე, რა არის მაგ სკამში ისეთი ასე რომ ებღაუჭები და ძიუდოს სამყაროს შუაზე ხლიჩავ
mamuka
11 მაისი 2018 04:07
1

სიახლეები პოპულარული