ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა სპორტსმენებმა მისი სამუშაო კაბინეტის კარები აჭედეს, ხოლო სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ, დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ არის.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
თქვენი ყველასი მესმის, ვისაც არ მოსწონს ეს მეთოდი და ეს არც არის მოსაწონი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ცივილიზებული საზოგადოება, მაგრამ მეორე მხრიდან რომ შეხედო, ძალიან ძნელი ასატანია, რომ ჭიდაობდე, ვარჯოშობდე და ოფლს ღვრიდე და ვიღაც, იმიტომ რომ სკამზე ზის ითვისებდეს შენს თანხას, ცივილიზირებულ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება, და თუ ხდება ამას მთელი მასმედია და სპორტის სამყარო ეხმაურება და ეგრევე ტოვებენ თანამდებობას პასუხისმგებელი პირები, ასე რომ ჩვენი ძიუდოისტების საქციელი მოსაწონი ნამდვილად არაა, მაგრამ ის რაც გველესიანმა წაუყენა ბრალად ქევხიშვილს, აღმაშფოთებელია. რას მიქვია ფული აიღეთ და წადით ნაკრებიდან, რა არაკაცური და არასპორტული საქციელია, თუ ეს სიმართლეა, დაისაჯოს აუცილებლად ქევხიშვილი და სამუდამოდ მოიკვეთოს ძიუდოდან, ამ ბიჭებს კი აღუდგინონ საკუთარი ოფლით მოპოვებული პრემიები, სიმართლის მთქმელი არ უნდა ისჯებოდეს.
badri
14:29 22-05-2018
2
ნელ-ნელა არაცივილური მეთოდებით იწყებენ მოქმედებას, იმას მაინც ვერ ხვდებიან რომ ქევხიშვილის გაშვება "ზემოდან" არ სურთ?
dato
12:21 22-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული