თავდაპირველად ისინი ფუკუოკას პრეფექტურის გუბერნიაში შეხვდნენ ვიცე-გუბერნატორს. დაათვალიერეს ომუტას უნივერსიტეტის ბაზა, სადაც შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ჩატარდეს შეკრება.
ასევე შეხვდნენ ქალაქ ომუტას მერს მასაჰირო ნაკაოს და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს მომავალში უფრო ფართო ურთიერთობებს, ცოდნის გაზიარებისა და სპორტსმენთა გაცვლითი ტიპის ღონისძიებებს.
მომზადებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით