მსოფლიო ჩემპიონატი: შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 სექტემბერს ქართველმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მეოთხედფინალში მუჰამედ მოჰამადისთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედალისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ირანელს ქართველის დასამარცხებლად 13 წამი დასჭირდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლი ცენდ-ოჩირი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება

დღეს ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი იყო, რომელსაც ილეთი არ განუხორციელებია და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა "ოქროს ქულის" მოპოვებით, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მესამე ეტაპზე ჩვენებური ფრანგ აქსუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით სძლია და
მეოთხედფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯერ ირანელთან დამარცხდა, შემდეგ კი მონღოლთან. სირცხვილი და ისევ სირცხვილი. 2010 – 2018წლებში (მსოფლიო ჩემპიონატებზე, ინდივიდუალურში), მონღოლებთან ეს ჩვენი ძიუდოისტების ზედიზედ მე 9 მარცხი იყო. კატასტროფაა პირდაპირ. ზედა წონების იმედად ვრჩებით.
ლაშა L.S.R.
22 სექტემბერი 2018 17:15
1
ამას კახურად რაღაც ჰქვია... ნაკრების წევრი ხარ მეტი მობილიზება და კონცენტრაცია ვერ უნდა შეძლოოოო? ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!!!
სჯობს სხვას მიეცეს თავის წარმოჩენის საშუალება !!!
ქართული ძიუდოს გულშემატკივარი
22 სექტემბერი 2018 16:11
5
რაც ცოლი მოიყვანა დაერხა
ებიჯო
22 სექტემბერი 2018 15:32
5
ეგ ჩირიკაზე უფრო ითქმის :DD
Niko
22 სექტემბერი 2018 16:18
1
ერთი ამ კაცის მოგებული ოქრო მანახა ოლიმპიადის მერე. ამას უწყობდნენ შეკრებებს იაპონიაში?წადი ბიძიკო სახლში და სხვასაქმეს მიხედე და ის ფული რასაც შენზე ხარჯავენ მომავალ თაობას დაახარჯონ.ისე ადამიანი რომ ვერ ხვდება რომ მისი დრო წასულია ვიღაცამ მაინც ხომ უნდა უთხრას
lado
22 სექტემბერი 2018 15:09
10
წინა შეხვედრებიდან გამომდინარეც ბრინჯაო იქნებოდა მიღწევა მისთვის.ჯერ ბელარუსთან იწვალა 8 წუთი,მერე ფრანგთან იჯახირა და მაგრადაც გაუმართლა რომ დაამარცხა,მსაჯიც წაეხმარა რომ შიდოები არ აკიდა,არადა იმსახურებდა. უკიდურესად გაუჭირდება მედლის აღება,ალბათ 10% მაგის შანსი.არადა ამაზე უკეთეს ბადეს ვერ ინატრებდა კაცი,გეგონება ჩაუწყვესო..ნახევარფინალში ანთან 1 % ქონდა შანსი მაინც ასეთი ჭიდაობით..
ალექს
22 სექტემბერი 2018 14:32
3
ცუდი მოლოდინი ამიხდა.ლაშას იმდენი ძალა დაახარჯვინეს მსაჯებმა შოკასთან ბრძოლაში და ისე სწრაფად წაეწყო მომდევნო ორი წრე,რომ ლაშა სულის მოთქმას ვერ ასწრებდა და მეოთხედ ფინალში პირველსავე მისვლაზე გაატარა ილეთი.მას ალბათ ორუჯოვისათვის ამზადებდნენ,მაგრამ ორუჯოვმაც წააგო და სამოლოოდ დივიდენდები ირანელ მუჰამადს ერგო.ბრინჯაოსათვის ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებ ლაშას.
სოსო
22 სექტემბერი 2018 14:24
4
წინა 2 წონაში ვინ გახდნენ ჩემპიონები?
aburjga
22 სექტემბერი 2018 14:20
3
გადადგეს ფედერაცია, დააბრუნონ უზნაძე....უკან უკან მიდის ჩვენი ძიუდო და სანამ დროა გადადგეს ფედერაცია...
სოსო
22 სექტემბერი 2018 14:17
1
ra ubedurebaa. tviton is iraneli gakvirebuli iyureboda es ra vqenio. asetiuyuradgeboba da kontretaciis dakargva meotxedfilashi rogor sheidleba. olimpiuri chempions ubralod ar ekadreba.
sonel
22 სექტემბერი 2018 14:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული