ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?

AutoSharing Option
წელს ძიუდოში ყველაფერი მოხდა: დაპირისპირებები ფედერაციასა და ძიუდოისტებს შორის, შიდა დაპირისპირებები ძიუდოისტებს შორის, გაყოფილი გუნდი და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირებზე არასტაბილური შედეგი.

რა შედეგები გვქონდა ადრე? გთავაზობთ ბოლო 5 წლის ქართულ სტატისტიკას მსოფლიო პირველობაზე:

2013 წელი - ბრაზილია - საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხის მიხედვით, მეხუთე ადგილზე გავიდა. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალებისა და ვაჟების გუნდური შეჯიბრება ცალ-ცალკე იყო დაყოფილი და ოქროს მედალი რუსეთის ფინალში ძლევით მოვიპოვეთ. ამ წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა ასპარეზობა 81 კილოში
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და 90 კილოში ვარლამ ლიპარტელიანმა.

2014 წელი - რუსეთი - საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მეექვსე ადგილზე გავიდა. 81 კილოში ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა, 60 კილოში ამირან პაპინაშვილს და 90 კილოში ვარლამ ლიპარტელიანს ბრინჯაო ერგოთ; ამავდროულად, გუნდურ ჩათვლაშიც ბრინჯაო მოვიპოვეთ.

2015 წელი - ყაზახეთი - საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მე-14 ადგილზე გავიდა. 90 კილოში ვარლამ ლიპარტელიანმა და +100 კილოში ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაო მოიპოვეს, აგრეთვე გუნდურ ჩათვლაშიც ბრინჯაო გვერგო.

2016 წელი - ბრაზილია, ოლიმპიადა - საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მე-13 ადგილზე გავიდა. 90 კილოში ვერცხლის მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა და 73 კილოში ბრინჯაო - ლაშა შავდათუაშვილმა.

2017 წელი - უნგრეთი - საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მე-11 პოზიციაზე გავიდა. 100 კილოში ვერცხლი ვარლამ ლიპარტელიანს ერგო, 66 კილოში ვაჟა მარგველაშვილსა და 90 კილოში უშანგი მარგიანს - ბრინჯაო.

რა ხდება დღეს?
ჯერჯერობით გვაქვს ერთი ბრინჯაოს მედალი, რომელიც ამირან პაპინაშვილმა 60 კილოში მოიპოვა. დარჩენილია ორი წონა - 100 და +100, სადაც მედლების მოპოვების შანსები გვაქვს. გუნდურ დაპირისპირებაში აღარ გამოვდივართ, რადგან ახალი წესების მიხედვით, ვაჟებისა და ქალების საერთო გუნდი ასპარეზობს.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაგვიბრუნეტ ძIუდო....
Soso
21:49 25-09-2018
0
ეგრეა ზუსტად! ეს განვლილი წლები უმაგრესი ძიუდოიესტებით ვერაფერ დიდს ვერ ვაღწევდით, ასე რომ ქევხიშვილის უკან მობრუნება, ჩვენი ძიუდოს წინაშე, იქნება დიდი დანაშაული!!!
პაატა
18:04 25-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული