ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანი ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

ქართველის მომდევნო მეტოქე მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა SILK უნივერსალზე შეგიძლიათ.

აქამდე ლიპარტელიანი მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ფრანგ

ალექსანდრე იდირს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.



altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხალხო,ქართველებო,რატომ არ გინდათ სიმართლეს თვალებში,რომ ჩახედოთ?ლიპარტელიანი,ჭრიკიშვილი და სხვები საქმეებს კი არ არჩევდნენ და "პრავებს"კი არ აკაჩავებდნენ,არამედ ისინი ჩვენზე ათასჯერ მეტად ხვდებიან თუ რა ხდება დღეს ძიუდოში,ისინი ძიუდოს ოჯახის წევრები არიან,ამიტომ მათ ყველაფერი იციან და ყველაფერს ხვდებიან,ჩვენ შორიდან ვუყურებთ ყველაფერს და ღრმად საქმის ყურში არ ვართ,ესენი ვაშკაცები და გმირები არიან,ეს ხალხი ძიუდოს მომავალზე ფიქრობს და ჩვენ მათ მადლობა უნდა ვუთხრათ,ფედერაცია (დღევანდელი),არ ზრუნავს ძიუდოს განვითარებაზე და მის მომავალზე,ისინი მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადასული,მიხვდით ამას,გაიგეთ ეს ყველაფერი და დავაფასოთ ჩვენი პატრიოტი ბიჭები,რომლებიც დღეს და ხვალ ყველაფერს გააკეთებენ ძიუდოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
roma
15:35 25-09-2018
0
წარმატებები ლიპოს(მიტინგას) :))
შოთა
15:34 25-09-2018
0

სიახლეები პოპულარული