მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდმა 1 მლნ ევრო შეადგინა: რამდენი მიიღეს მედალოსნებმა?

AutoSharing Option
ბაქოში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. მსოფლიოს პირველობა აზერბაიჯანის დედაქალაქში 20 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.

ტურნირი საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა 800-მა ძიუდოისტმა მიიღო.

ბაქოში გამართული ჩემპიონატი არც საპრიზო თანხების სიმცირეს უჩიოდა. ტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 1 მლნ ევრო იყო.

ინდივიდუალურ შეჯიბრში საპრიზო ფონდმა 800 000 ევრო შეადგინა.

  • ოქრო - 20 800 ევრო სპორტსმენს და 5 200 ევრო მწვრთნელს
  • ვერცხლი - 12 000 ევრო სპორტსმენს და 3 000 ევრო მწვრთნელს
  • ბრინჯაო - 6 400 ევრო სპორტსმენს და 1 600 ევრო
    მწვრთნელს

გუნდური შეჯიბრის საპრიზო ფონდი კი 200 000 ევრო იყო.

  • ოქრო - 72 000 ევრო სპორტსმენებს და 18 000 ევრო მწვრთნელებს
  • ვერცხლი - 48 000 ევრო სპორტსმენებს და 12 000 ევრო მწვრთნელებს
  • ბრინჯაო - 20 000 ევრო სპორტსმენებს და 5 000 ევრო მწვრთნელებს

რაც შეეხება სარეიტინგო ქულებს:

  • ოქრო - 2000 ქულა
  • ვერცხლი - 1400
  • ბრინჯაო - 1000

სარეიტინგო ქულების შესახებ უფრო ვრცელ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გურამ თუშიშვილია, ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ამირან პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

სამწუხაროდ, გუნდურ პირველობაში საქართველო არ მონაწილეობდა, რადგან ქალებში მონაწილე საერთოდ არ გვყავდა. თავდაპირველად ბაქოში წამსვლელთა შორის მარიამ ჯანაშვილი იყოს, თუმცა, როგორც ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს, მან წასვლა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო.

მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური პირველობა იაპონიამ მოიგო. მეორეზე საფრანგეთი გავიდა, ხოლო მესამე ადგილები კორეამ და რუსეთმა გაიყვეს.

შეგახსენებთ, რომ სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

altოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

altმამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ


მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ წერთ გუნდური შეჯიბრის შედეგებს?
Soso
13:01 28-09-2018
3

სიახლეები პოპულარული