ნუგზარ ტატალაშვილი: სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა არც მიფიქრია, მკერდზე ქართული დროშა ჩემთვის განსაკუთრებულია

AutoSharing Option
ნუგზარ ტატალაშვილის განცხადება

ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნიდან ჩემს შესაძლო გადასვლას ეხება.

ასეთი დაინტერესება ნამდვილად იყო ერთ-ერთი ქვეყნის მხრიდან, თუმცა სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მოლაპარაკებებს სერიოზული სახეც კი არ მიუღია, რადგან ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე. მკერდზე ქართული დროშა ჩემთვის განსაკუთრებული და შეუცვლელია.

როგორც იცით, მაისში გავიკეთე ფეხის საკმაოდ სერიოზული მე-2 ოპერაცია და სწორედ ამის გამო ბოლო პერიოდი არ ვასპარეზობდი, თუმცა ცხადია, ვარჯიშს ვაგრძელებდი და არც
ერთი დღე გამიცდენია. სარეაბილიტაციო კურსი ფაქტობრივად დასრულდა. ადვილი არ იყო ამ ყველაფრის გადატანა, თუმცა თქვენი გულშემატკივრობა უდიდეს ძალასა და მოტივაციას მმატებდა.

თითოეულ უიმედო განცდას მაშინვე თქვენი იმედი აქარწყლებდა. ახლა ვვარჯიშობ სრული შემართებითა და დატვირთვით. მიმდინარე სეზონიდან კი ვერთვები ჩემს წონით კატეგორიაში აქტიურ კონკურენციაში და იმედი მაქვს დიდი გამარჯვებების, რომელსაც ერთად მოვიპოვებთ. განსაკუთრებული მადლობა ყველას - ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, მწვრთნელებსა და თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, მედიის წარმომადგენლებს, რომელთა ყურადღებასა და ინტერესს მუდამ ვგრძნობ.

მადლობა, რომ არსებობთ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცავ ჩემს მეგობრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებას. ორმაგი მოტივაციაა ეს სიხარული თითოეული ჩვენგანისთვის. იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო დიდ სიხარულს გაჩუქებთ.

altნუგზარ ტატალაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით იასპარეზებს

altთბილისი გრან-პრი: ტატალაშვილის ოქრო, შავდათუაშვილისა და გიგანის ბრინჯაო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვისაც არ ეზარება, ყველა ნაცარს აყრის ხალხს თვალებში. ძიუდოს მსოფლიო ფედერაცია იყო ჩარეული ოფიციალურად, რადგან არაბები ითხოვდნენ ტატალაშვილის ტავს და საქართველო კი არ უშვებდა... მეტი რაღაა სერიოზულობა, მაინდამაინც გაეროს ან დიდი შვიდეულის სხდომაზე უნდა განეხილათ გაშვება-არგაშვების საკითხი? გადაგრევენ, რა.
არჩილა
04 ოქტომბერი 2018 20:35
1
ამ ქვეყანაში ყველას რატომ ჰგონია რომ ხალხი დებილია? მათ შორის ძიუდოისტსაც? იტყუება ტატალაშვილი. როგორ შეიძლება მოლაპარაკება არასერიოზული იყოს და ესეთ შორ მანძილზე ჩაფრინდე....ფედერაციამ არ გაუშვა და ეხლა ქულებს იწერს ვითომ თვითონ არ წავიდა. ნუ აფერისტობ ამხელა კაცი, სირცხვილია.
sandro
03 ოქტომბერი 2018 12:49
2
მართალია
,
04 ოქტომბერი 2018 23:53
0
სადაც არ უნდა იყოს,ნუგზარს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ,მაგრამ თუ ეს ხმები და ფედერაციის გამოხმაურება სიცრუეზე იყო აგებული,ალბათ დროზე უნდა ამოეღო ხმა.მაშინ ასეთი ხმაური არ ატყდებოდა.
სოსო
03 ოქტომბერი 2018 12:38
2
აი კაცი, აი ქართველი!
დავითი
03 ოქტომბერი 2018 12:36
2
გაიხარე ქართველო! წარმატებები ნუგზარს!
შოთა
03 ოქტომბერი 2018 09:08
2

სიახლეები პოპულარული