აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა ამ გადაწყვეტილების შესახებ 2018 წელს განაცხადა, თუმცა შემდეგ ისევ საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა.
სამშობლოში მოპოვებული ტიტულების გარდა, 31 წლის ძიუდოისტი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია, 2016-ში კი ბრინჯაო მოიპოვა. ტატალაშვილმა 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მე-2 ადგილი დაიკავა. ნუგზარი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზეც მონაწილეობდა. რაც შეეხება მის გუნდურ ტიტულებს - საქართველოს ნაკრებთან ერთად 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ევროპის ჩემპიონობა კი 2012-16 წლებში
შეგხსენებთ, -73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ახლა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იცავს.
ანტალიაში უძლიერესი ძიუდოისტებით ვიასპარეზებთ
პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]