ჭიდაობა

ძიუდო

ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 18 წლის ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალკაცი ფინალში საქართველოს ნაკრების წევრს თამაზ კირაკოზაშვილს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გავიდა.

ახალკაცმა ფინალამდე კვიპროსელ კირიაკოს ნიკოლაუს, უნგრელ ბენედეკ ტოტის, გერმანელ ტიმ გრამკოუს და ბრიტანელ სტუარტ მაკვოტს სძლია.

რეპეშაჟი შვეიცარიელ ნილს სტუმპთან დამარცხდა ალეკო მამიაშვილი (73 კგ).

4 ნოემბერს ტატამზე კობა მჭედლიშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გავლენ.