ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ალეკო მამიაშვილმა (73 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მამიაშვილმა ბულგარელ მარკ ხრისტოვს, ბელარუს რუსლან ხალავაჩოუს, უნგრელ დანიელ სეგედსა და მოლდოველ ადილ ოსმანოვს სძლია, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ არმენ აგაიანთან დამარცხდა.
თუთაშვილმა ავსტრიელი მარიო ვეიზინგერი, აზერბაიჯანელი ელჩინ ჰუსეინოვი და ისრაელის წარმომადგენელი ამიტ ბობოვიჩი დაამარცხა, ნახევარფინალი რუმინელ ლუჩიან დუმიტრესკუსთან დათმო, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი ფრანგ ორლანდო კასორლას მოუგო.