
დასრულდა თბილისის გრანდ სლემის მეორე დღე. ფინალურ ბლოკში სამ ქართველ ძიუდოისტს ბრინჯაოს მედლისათვის მოუხდა ბრძოლა.
-73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილმა გაფრთხილებებით დაამარცხა კოსოვოელი აკილ ჯიაკოვა.
-73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილმა გაფრთხილებებით დაამარცხა კოსოვოელი აკილ ჯიაკოვა.
ამავე წონაში კარგი იყო ალეკო მამიაშვილი, ვინაც გამოცდილ რუს დენის იარცევს ორთაბრძოლა შემოუტრიალა და ულამაზესი გდებით იპონზე დასცა.
-81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილისგან ოქროს ველოდით, მაგრამ ამ უნიჭიერეს მოჭიდავეს მხოლოდ ბრინჯაოს მედლით მოუხდა დაკმაყოფილება. მან მესამე ადგილისათვის რუსეთის წარმომადგენელს ალან ხუბეცოვს შანსი არ მისცა და მსაჯებმა მას პასიურობისათვის წაგება ჩაუთვალეს.
![თბილისის გრანდ სლემი: ქართველი ძიუდოისტების სამი ბრინჯაო [VIDEO] Sportall.Ge](http://video.ambebi.ge/files-6/2021/03-27//tato-grigalashvili-293553.jpg)
27.03.21. ტატო გრიგალაშვილი