ჭიდაობა

ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

AutoSharing Option
ოსაკაში მომხდარი შესაძლო დაპირისპირების შესახებ კომენტარი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს ვთხოვეთ.

ჩვენ მას "ფეისბუქზე" დავუკავშირდით და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. ლიპარტელიანი მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"გამარჯობა. არ ვარ საქართველოში. არაფერი მომხდარა, მშვიდობაა", - გვითხრა ლიპარტელიანმა.


Sportall.Ge

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

შემდეგ კი Sportall.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს დანარჩენმა ძიუდოისტებმა სცემეს, რომლებიც ტურნირზე იმყოფებოდნენ, გარდა გურამ თუშიშვილისა. წყარომ საკუთარი
ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში

მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?