ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

AutoSharing Option
ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის შესაძლო მომხდარ ხელჩართულ ჩხუბზე კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს ვთხოვეთ.

- პირველ რიგში, უნდა გკითხოთ ოსაკაში მომხდარ ინციდენტზე. ადასტურებთ ამ ფაქტს თუ არა, რამდენად შეესაბამება რეალობას?
- ამ ეტაპზე ჩვენთან ფედერაციაში რაიმე ტიპის საჩივარი ან განცხადება არ შემოსულა და არც არავის მოუმართავს. შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. თუ ვინმე წარმოადგენს რაიმე ტიპის მტკიცებულებას და ეს ფაქტი დადასტურდება, იქნება ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ესეთი ფაქტი არ მომხდარა?
- არა,
გიპასუხეთ უკვე.

- თუ, ვთქვათ, ეს ფაქტი დადასტურდა, როგორ მოიქცევა ფედერაცია?
- თუ ვინმე წარმოადგენს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას, არსებობს სადისციპლინო კომისია, არსებობს აღმასკომი, ვისი უშუალო კომპეტენციაა ეს საკითხი და იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება. ისევე, როგორც ნებისმიერ გადაცდომაზე, რასაც ექნება მომავალში ადგილი, კონკრეტული სპორტსმენი იქნება, ექიმი თუ მწვრთნელი, ვინც ზიანს მიაყენებს ძიუდოს ფედერაციას, ჩვენი მხრიდან იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება.

- ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ გაავრცელა. ფედერაცია არ გეგმავს გამოძიებას?
- გამოძიება იწყება იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს უფლებები დაირღვა და თუ ასეთი ფაქტი მოხდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

- აი, თუნდაც ლაშა შავდათუაშვილის შემთხვევაში, ითქვა, რომ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის გამო ვერ მიიღო ტურნირზე მონაწილეობა. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- ლაშა შავდათუაშვილი დღეს თვითონ გააკეთებს განცხადებას და შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება. მე ვესაუბრე მას და გავრცელებული ჭორები ამით დამთავრდება.

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიმართონ ოფიციალურად და იაპონელები ეტყვიან ყველაფერს.
სიმართლე
10:12 28-11-2018
1
განცხადება და და საჩივარი კი არა, პირადად უნდა გაერკვეს სიტუაციაში. ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს პირველყოფილი მეთოდებით ანგარიშსწორება ?
????
17:27 27-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული