გუანჯოუს მასტერსის ფინალი: პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს გუანჯოუს მასტერსის ფინალში ამირან პაპინაშვილი (60) რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიობაძესთან დამარცხდა.

ძიუდოისტებს შორის შეხვედრის ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა, შესაბამისად პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პაპინაშვილმა ფინალამდე ამარტუვშინ დაშდავას სძლია, ხოლო მანამდე რუსეთის წარმომადგენელ ისლამ იაშუევს და ჩინელ იუ შენგს მოუგო.

60 კილოგრამში საქართველოს მეორე წარმომადგენელი ლუხუმ ჩხვიმიანი რობერტ მშვიობაძესთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ გარნინის დაუპირისპირდება.

73-ში 66-ის მსგავსად ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს,
მისი მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ნათია,ეს მექანიკური შეცდომაა და არა გამიზნული.ცნობისთვის ფილოლოგი ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და არა უწიგნური(ზოგიერთებივით).სპორტსმენი და არა სპორცმენი,რაც რამოდენიმეჯერ გიწერიათ და მექანიკურ შეცდომად ვერაფრით ვერ ჩაითვლება. პ.ს.ბოდიში ასეთი მომმართვისთვის.:)
გიოშა
17:02 19-12-2018
0
ნათია,ეს მექნიკური შეცდომაა და არა გამიზნული.ცნობისთვის ფილოლოგი ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და არა უწიგნური(ზოგიერთებივით).სპორტსმენი და არა სპორცმენი,რაც რამოდენიმეჯერ გიწერიათ და მექნიკურ შეცდომად ვერაფრით ვერ ჩაითვლება. პ.ს.ბოდიში ასეთი მომმართვისთვის.:)
გიოშა
16:59 19-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული