ვაჟა მარგველაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს ვაჟა მარგველაშვილმა (66) გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილმა ბრაზილიელი დანიელ გარნინი დამატებით დროში დაამარცხა.

პირველ შეხვედრაში მარგველაშვილმა კუბელ ოსნიელ სოლისს მოუგო, თუმცა შემდეგ ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთ, სადაც მონღოლ ჰერლენ განდბოლს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ამირან პაპინაშვილმა (60) ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ოქრო არ არის,მაგრამ ერთ დღეში ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო,ცუდი შედეგი ნამდვილად არ უნდა იყოს.ერთია მხოლოდ, ყოველ ბრძოლაში,თანაბარ პირობებში, პირველად ყოველთვის ქართველებს აფრთხილებენ.
სოსო
15 დეკემბერი 2018 15:03
0
მე რომ დავწერე, ამ დაძაბულ სიტუაციაში პაპინაშვილის ვერცხლი დადებით შედეგია მეთქი, უარყოფითად შემიფასეს. ყველაფერი შედარებითია. ძაან გული ავიცრუე ამათი საქციელის გამო, მაგრამ მაინც ვგულშემატკივრობ. იმედია ერთ ოქროს აიღებს რომელიმე
: )))))))
15 დეკემბერი 2018 20:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული