პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა, 4 წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
9 თებერვალს საფრანგეთში პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.

თემურ ნოზაძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. მისი შემდეგი მეტოქე ფრანგი ვინსენტ ლიმარი იქნება.


ნოზაძის მსგავსად პირველ წრეში ჯაბა პაპინაშვილიც ისვენებდა. მეორე წრეში მან საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს სძლია. ჯაბას მომდევნო მეტოქე ყაზახი იელდოს მეტოვი იქნება.


სამწუხაროდ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკო ჭიკაიძე მეორე წრეში მონღოლ მუხანბარ ნერგუისთან დამარცხდა.

ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა მეორე წრეში ფრანგი კევინ აზემა იპონით დაამარცხა. მისი მომდევნო მეტოქე იტალიელი მატეო მედვესი იქნება.


73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილი პირველივე წრეში ალჟირელ ფეტჰი ნურინთან დამარცხდა.

ლაშა შავდათუაშვილმა კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ვიკტორ სკვორტოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. მისი მომდენო მეტოქე ბერძენ გეორგიოს ზოდისისა და ტაჯიკელ ბეჰრუზი ხოჯაზოდას შორის გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თანაბარ ბრძოლაში გიუნაშვილს სამი გაფრთხილება მისცეს,მეტოქეს კი არც ერთი.
სოსო
15:16 09-02-2019
1
მიდით ბიჭებო!!!
წარმატებები
15:07 09-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული