ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი, შსს-ს თანამშომლებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. "რეკორდერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სპორტსმენის დაკავება 5 მარტს, ღამის 3 საათზე, მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ნაგლიაშვილს, საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა.

"რეკორდერის" ინფორმაციით, ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. მისი დაპატიმრება კი კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის მეუღლემ პოლიციაში წ
არადგინა.

ძიუდოს ფედერაციაში ამბობენ, რომ სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იციან, რომ ძიუდოისტს ოჯახური პრობლემები აქვს.

როგორც "რეკორდერს" შინაგან საქმეთა სამინისტრო განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

წყარო: recorder.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსებს ააქვთ გამოთქმა რომლის შინაარსი მახლოებით ასეთია "სხვისი ოჯახი უღრანი ტყეა არავინ უნდა შევიდეს" ცუდია რომ პოლიციამდე მივიდა საქმე არამგონია ასეთი სიტუაცია იყოს საქართველოში როგორსაც ხატავენ თითქოს ქართველი მამაკაცები ძალადობენ მეუღლეებს ტყუილია პირიქით მგონია საწუხაროდ ბევრს აზის თავზე ცოლი გამოთქმით დავიწყე და გამოთქმით დავამთავრებ ჩვენთან ამბობენ:" კარგი ცოლი ღვთის წყალობააო"
კახა
12 მარტი 2019 02:37
25
რას ქვია სხვის ოჯახში არ შევიდეს? ქალს როცა ჩაგრავენ იქ ჩარევა მოსულა ვინც არ უნდა ჩაგრავდეს. ან რა დახატვაზე ლაპარაკობ. არ უნდოდა იმ გოგოს ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ სს ნაგლიაშვილი ნაგლად აწუხებდა და სტრესში ამყოფებდა
Niko
12 მარტი 2019 08:17
4
ქალზე ძალადობა ყველა ვარიანტში მიუღებელია, შეიძლება ცოლ-ქმარს შორის იყოს კამათი და დაპირისპირება ეს ჩვეულებრივი ამბავია, ოღონდ არის რაღაც საზღვრები რის იქეთაც არ უნდა გადახვიდე რა. ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან არსებობს შემაკავებელი ორდერი, უნდა გაითვალისწინო და არ დაარღვიო იგი არცერთ ვარიანტში. კანონი კანონია და მას პატივისცემა უნდა. ადამიანურად შეიძლება მესმოდეს ამ ბიჭის მაგრამ კანონის მიხედვით და დაზარალებულიდან რომ შევხედოთ მან დაარღვია კანონი და პასუხიც უნდა აგოს. პრობლემა იმაშია რომ კაცებს მეუღლები ჩვენი საკუთრება გვგონია, არადა ჩვენ ყველა ვეკუთვნით საკუთარ თავს და სხვა არავის რა. იმედია მოგვარდება ეს სიტუაცია და ძალიან მკაცრად არ დაისჯება
zaza
12 მარტი 2019 09:29
2
ესენი ხალხს აქეთ მოუწოდებენ არა ძალადობას და თვითონ ამბებში არიან სირცხვილია
huseina
12 მარტი 2019 01:22
6
საღოლ! მალადეც
ჯოდასენი
11 მარტი 2019 23:36
1
რა საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა? აბა გუგულაშვილთან ვინ დამარცხა ნახევარ ფინალში ბორის ტხაბაიევი??
რაო
12 მარტი 2019 13:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული