Breaking News: გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

შესაბამისად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის გრან პრის გამოტოვებს, რომელიც 29 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა
25 მარტიდან დაიწყება", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს დედაქალაქს 55 ქვეყნიდან 429 ძიუდოისტი, მათ შორის, 238 კაცი და 191 ქალი ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგ აკრძალვის დაკანონებაზე,საქართველოს ფედერაციამაც მოაწერა ხელი?მოსტყდეს ის მარჯვენა,ვინც ამას დაეთანხმა.საშვილიშვილოდ და სამარცხვინოდ გასაგდებია სპორტიდან.ამთ ხომ ქართული ჭიდაობის სიკვდილით დასჯას მოაწერა ხელი.
სოსო
27 მარტი 2019 13:41
6
ეს რაღა უბედურებაა?! მსოფლიო რეიტინგის #1-მა ძიუდოისტმა არ იცოდა ეს რეგულაცია, ისევე, როგორც მთელმა ძიუდოს ფედერაციამ?! :/
ვვვ
27 მარტი 2019 12:25
0
ჩვენი ძიუდოს ფედერაცია რა განცხადებას აკეთებს და პასუხად რას ეუბნება საერთაშორისო ფედერაციას !???
...
27 მარტი 2019 12:15
0
ეს ხომ გაუგონარი,აღმაშფოთებელი დისკრიმინაციაა.ესე იგი,ქართველმა ძიუდოისტებმა,ქართული ჭიდაობა ვერ უნდა იჭიდაონ?გინდაც სამბისტებმა?არავის აქვს ამისი უფლება,რომ თავისუფალ დროს,რაც უნდა ის აკეთოს და სპორტის სხვა სახეობით დაკავდეს.თუ ამას თავიდანვე ძალიან მძაფრი პროტესტი არ მოჰყვა,შემდეგ გვიან იქნება.ეგენი ყველა ნაციონალურ ჭიდაობას ჩაჰკლავენ და მაშინ, ერთ ადგილზე გაიკეთონ თავიაანთი ძიუდოც.თუშიშვილს, იმ "კურაშის "ტურნირზე,ისეთი ლამაზი გდება გაუკეთეს,რომ მისი დაკარგვაც დიდი უსამართლობაა.
სოსო
27 მარტი 2019 12:14
0
აქაც ყაზახები
ვაი
27 მარტი 2019 11:49
0
აქაც ყაზახეთი...
ვაი
27 მარტი 2019 11:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული