თბილისის გრან პრი. III დღე: კიდევ ერთი ოქრო! - ლევან მატიაშვილი ჩემპიონია, საქართველოს ნაკრები - პირველი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მარტს დასრულდა თბილისის გრან პრი, რომლის ბოლო დღესაც ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედლის მოპოვება მოახერხეს.

მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა ლევან მატიაშვილი, რომელმაც ფინალში ბელორუსი ალექსანდრ ვახავიაკი ვაზარით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა ონისე ბუღაძემ, მან რეპეშაჟში გელა ზაალიშვილს სძლია.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ფინალში კუბელ სილვა მორალესთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ფინალამდე მან ბექა ღვინიაშვილს აჯობა, რომელმაც რეპეშაჟში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა უშანგი მარგიანიც, რომელმაც პირველივე შეხვედრა დათმო უზბეკ დავლატ ბობონოვთან და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ასევე პირველი რაუნდში დამარცხდა ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომლის მეტოქეც ბელორუსი ვიქტორ კლიავუსაუ იყო.

100 კგ. წონით კატეგორიაში მედლის მოპოვების შანსი ლაშა ტაველურს ჰქონდა, თუმცა ის რეპეშაჟში ფრანგ სედრიკ ოველართან დამარცხდა.

გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე და გიორგი ჩიქოვანი ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშენ.

საქართველოს ნაკრებმა გრან პრიზე სამი დღის განმავლობაში სულ 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თაობათა ჩანაცვლება არ ჩანს, აქ იაპონიას მე-5 ნომრებიც რომ ჩამოეყვანა და კორეასაც ვფიქრობ ბრინჯაოს მედლებიც გაგვიჭირდებოდა.
ჯ ი ჯ ი
13:01 02-04-2019
1
ყოჩაღ ბიჭებს. უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და მაინც დაიდო შედეგი. გილოცავთ პირველ ადგილს!
შოთა
10:28 01-04-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული