აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ.

უშანგი მარგიანი (90) პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში თურქმენეთის წარმომადგენელ ტეჟენ ტეჟენოვის სძლია, შემდეგ კი ჰოლანდიელ ჯესპერ სმინკს იპონით მოუგო. აი, მესამე შეხვედრაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

მარგიანი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც სერბ ალექსანდრ კუკოლიჟთან დამარცხა და უმედლოდ დარჩა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) პირველ წრეში საუდის არაბეთის წარმომადგენელ სალეჰ ალზუუაიდს მოუგო, ხოლო მეორე შეხვედრაში კისტიან ტოტთან სამი გაფრთხილება მიიღო და დამარცხდა.

ლაშა ტაველურმა
(100) პირველ შეხვედრაში ჩინელ ბო ჟანგს სძლია, თუმცა მეორე წრეში ლატვიელ ევგენის ბოროდავკოსთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

სამწუხაროდ, მძიმე წონაში ორივე ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. ადამ ოქრუაშვილი (+100) პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ბელორუს ვლადისლავ ციაპიტსკისთან წააგო.

ლევან მათიაშვილმა (+100) პირველი შეხვედრა მეორე წრეში ყირგიზეთის წარმომადგენელ იური კრაკოვესკისთან გამართა და იპონით დამარცხდა.

ამით აბუ-დაბის გრანდ სლემი ქართველებისთვის დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66) და ლაშა შავდათუაშვილი (73) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიშნისმოგებით ლაპარაკს როგორ ვიკადრებ? მაგრამ დღეს აშკარად უკეთეს შედეგს აჩვენებს ღვინიაშვილი ჭრიკიშვილზე და რა ვქნა ? მოუთმენლად ველი მის წარმატებულ ჭიდაობას
)))))
19:54 29-10-2018
0
მაგ ტოთს ღვინიაშვილი თვალდახუჭული უგებს
რიგითი გულშემატკივარი
16:21 29-10-2018
3

სიახლეები პოპულარული