ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ღია პირველობაზე 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ევროპის ღია პირველობაზე რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრების მეორე დღეს ვაჟებში შეჯიბრება 4 წონაში ჩატარდა და ოთხივეში გამარჯვებულები ქართველები გახდნენ: ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ონისე სანებლიძე (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ბრინჯაოს მედალი იმედა გოგოლაძემ მოიპოვა (-90 კგ).

შეჯიბრების პირველ დღეს ასევე ბრინჯაოსმედალოსანი ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ) გახდა.

ახალკაცმა ფინალში ბრიტანელ სტიუარტ მაკოუტს სძლია
ბექაურმა ფინალში ბელგიელი იოახიმ
ბოტიო დაამარცხა
სანებლიძემ ფინალი უნგრელ მიკლოშ ჩირჟენის მოუგო

თუშიშვილმა ფინალში რუმინელ მირჩეა კროიტორუ დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფინალებში ბელგიის, ბრიტანეთის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლები დავამარცხეთ. ვერ გავიგე რა ევროპის ჩემპიონატია ასეთი? რუსები, ესპანელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები, იტალიელები, აზერბაიჯანელები და კიდევ მაყურებლები არ იყვნენ ამ ევროპის ჩემპიონატზე? აბსოლუტურის პინალზე რომ 10 კაცი იჯდება დარბაზში რა ევროპის ჩემპიონატია ასეთი? თანაც ღია?! ანუ ბრაზილია-იაპონია-კორეაც მონაწილეობდა?
რა ხდება ვინმემ იცის?
ბს
03 ივნისი 2019 12:02
2
ეს ევროპის ღია პირველობაა და არა ევროპის ჩემპიონატი. ევროპის ჩემპიონატზე ევროპის უძლიერესი სპორტსმენები გამოდიან, ეს კი ჩვეულებრივი,ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც ევროპის მაშტაბით ტარდებოდა. ბიჭებმა აქ იმიტომ იჭიდავეს რომ ზოგს ჭიდაობის პრაქტიკა აკლდა, ზოგსაც ქულები სჭირდებოდა რეიტინგში წინსვლისთვის. „ღია“ კი იმას ნიშნავს, რომ ასე თუ ისე ნებისმიერ მსურველს, თითქმის ნებისმიერ ევროპელ ძიუდოისტს შეუძლია აქ მონაწილეობის მიღება და სპეციალური ლიცენზია ან რეიტინგში მაღალ ადგილას ყოფნა საჭირო არ არის.
ბს-ს
03 ივნისი 2019 14:08
0
რა ჩემპიონატი იყო ამისთანა, ვერ ერთ საიტზე ვერ მოვიძიე. ალბათ არცრუსეთი იყო, არც საფრანგეთი და არც სხვა ძლიერი ძიუდოისტები.
რეზო
03 ივნისი 2019 12:00
2
გილოცავთ ძიუდოს გულშემატკივართ. 6 მონაწილედან, 4 ოქრო და 2 ბრინჯაო. მშვენიერია. თუშიშვილი საუკეთესოა და უკვე გაგვათამამა თავისი საჩემპიონო ასპარეზობით. სანებლიძესგანაც სასიხარულოა ჩემპიონობა. ხოლო განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის გამოსვლა არის სასიხარულო, ახალკაცის და ბექაურის ოქრო და გოგოლაძის ბრინჯაო. ამათ გარდა, მაისურაძე, ნოზაძე, ნინიაშვილი, გრიგალაშვილი, პაპინაშვილი ჯაბა... ქართული ძიუდოს გულშემატკივარს ბევრი სიხარული ელოდება წინ.
ასევე, ტეტიანამაც, ძალიან გაგვახარა, საქართველოს სახელით პირველად გახდა პრიზიორი.
წარმატებები მეგობრებო!!!
ლექსო
03 ივნისი 2019 11:16
0
მაგარი ბიჭები მაგარი თაობა რომლებიც რომლებიც თავიანთ სახელებს ოქროს ასოებით ამოტიფრავენ სულ მალე!!!!
gurami
03 ივნისი 2019 11:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული