გურამ თუშიშვილმა რუსეთის წარმომადგენელი ტასოევი იპონით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივნისს, ევროპულ თამაშებზე ქართველმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალი რუსეთის წარმომადგენელს, ინალ ტასოევს იპონით მოუგო.

ის დასაწყისში საოცრად გადაურჩა იპონით წაგებას, შემდეგ კი თქვენი მოწონებული გააკრა ბეჭებზე.

თუშიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პოლონელ მასიეჟ სარნაკის, რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს და ჰოლანდიელ ჰენკ გროლს სძლია.

სამწუხაროდ, ფინალი იპონით რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) წააგო, რომელმაც იქამდე მონტენეგროელ დანილო პანტიკს, ბელორუს მიკიტა სვირიდს და ფრანგ სირილ მერეს დამაჯერებლად სძლია.

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ჯერჯერობით 20 მედალი (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგად დაამარცხა ოსი მოჭიდავე ქართველმა ბურჯმა. გილოცავთ ყველას პირველრიგში გურამს.
ირაკლი
23 აგვისტო 2019 14:04
0
ძალიან მაგარია თუშიშვილი. ის პირველი გდებაც, ჰაერში ამოტრიალდა, თორემ იპონით წაგებაზე მიდიოდა. წამებში იმარჯვა და გაავაზარა :))))
nanka2002
25 ივნისი 2019 15:52
0
გილოცავ და გმადლობთ!!! გაიხარე, ისე როგორც საქართველო გაახარე!!! იმედია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ... ბრავო!!!
tngh
25 ივნისი 2019 15:25
0
რაღა გავრილოვის იქ წამოჯდომა და რაღა ამ ვიდეოს დადება რუსული დროშის ფრიალი. გარწმუნებთ, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია თქვენს პროფესიონალიზმსა და თქვენს ადეკვატურობას კარგს არაფერს უქადის. თუ მარიხუანის ბრალი არ არის, მაშინ განზრახ გააკეთეთ?
ბართა
25 ივნისი 2019 09:42
2
ამ ლიპარტელიანს რა სჭირს, რამ დააუძლურა? სახეზე ეტყობოდა რომ შეშინებული იყო და უჯიგროდ ჭიდაობდა.
კოტე
25 ივნისი 2019 09:01
2
ნორმანულებ ხართ საერთოდ? ეს რა ვიდეო გაქვთ დადებული შარშანდელია მგონი. დადეთ წესივრად რა არა პროფესიანულობის ზეიმია.
beqa
25 ივნისი 2019 01:36
1
არ გამოაქვეყნო ეს. ვიდეოში მხოლოდ რუსის ვაზარია და თითქოს ამით მორჩა, გაასწორეთ კიდევ ერთხელ.
emigranti
25 ივნისი 2019 01:31
0
Видео 2018 цлисаа, да иранелс ечидавеба Тбилиси.
Step
25 ივნისი 2019 00:55
8
რა 2018 წლის ჯერ რუსმა ვაზარი აუღო და მერე თუშიმ დადო ბეჭებზე იპონით. ამ ვიდეოს გაგრძელება არ აქვს?
ლაშა
25 ივნისი 2019 08:59
0
მადლობა ჩემო ძმაო ჩემი და ქვეყნის გახარებისთვის,წარმატებები სპორტში და ცხოვრებაში.
ზას.
24 ივნისი 2019 21:13
0
უფალმა დაგლოცოს ძმაო გურამ, როგორ გაახარე მთელი საქართველო
გიორგი
24 ივნისი 2019 21:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული