27 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გრიგალაშვილი მეოთხედფინალში ირანელ საიდ მოლეისთან დამარცხდა, შემდეგ რეპეშაჟში ბრაზილიელ ლეანდრო გულჰიეროს ვაზარით სძლია, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი შვედ რობინ პეისეკს იპონით მოუგო.
შეგახსენებთ, ტატო 13 ივლისს ბუდაპეშტის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გუშინ ზაგრებში ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა.