
ფოტო: facebook.com/MESGeorgia
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ჩიკოიძე გახდა. ვერცხლის მედალი ზვიად გოგოჭურმა (-100 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ) დაეუფლა.
საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს კიდევ ერთი მედალი გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა.