ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის ბრძოლას გააგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81) მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

მაისურაძე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელალს შეხვდა და პირველი ქულის აღება ვაზარით მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა გდება არ ჩაუთვალეს, ხოლო შემდეგ ეგვიპტელმა შეძლო ქულის აღება. შეხვედრის მიწურულს მაისურაძე ვა-ბანკზე წავიდა, მეტოქის ილეთზე თავად წამოეგო და იპონით დამარცხდა.

ამ მარცხის შემდეგ მაისურაძე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იქნება. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილქ უნივერსალზე" შეგიძლიათ.

მაისურაძემ მერვედფინალში ბელგიელ სამი ჩოუჩს იპონით
სძლია.

მანამდე მაისურაძემ, მესამე წრეში მონღოლი ძიუდოისტი უგანბაატარ ოტგონბაატარი შეხვედრის დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

მეორე წრეში ქართველმა თურქ ვედატ ალბაირაკს იპონით სძლია.

ხოლო პირველ წრეში სამოელი პენიამინა პერსივალი იპონით დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დაჩაგრეს ბიჭი, 100% ვახარი გაუუქმეს. და წინა, მოგებულ ბრძოლაშიც გაფრთხილებს ტყუილად მისცეს. აშკარად ებრძოდნენ მსაჯები!... ხმა უნდზ ამოიღოს დელეგაციამ!
Irakli Apkhaidze
28 აგვისტო 2019 11:49
1
რატომ ხდება რომ ყოველთვის ქართველს ჩაგრავენ????? 10-ჯერ გადავახვიე იმ გაუქმებულ ვაზარზე და ეგეთი უსამართლობა არ მინახავს!!!! ვირთაგვების ფედერაციაა ძიუდოს ფედერაცია თავიანთ მსაჯებიან სპონსორებიანათ!!!!
gurami
28 აგვისტო 2019 12:08
0
რა ბერკეტი შეიძლება გამოიყენოს ქართულმა მხარემ რომ ეგეთ რაღაცეები აღარ გაგვიკეთო. თორემ გუშინ პაპინაშვილი იყო დღეს მაისურაძე ხვალ ლიპო იქნება ზეგ თუში და ასე შემდეგ!
lelo
28 აგვისტო 2019 12:18
0
ჩვენი დელეგაცია რას აკეთებს აქ აშკარად წააგებინეს . რო არ გაეუქმებინათ ვაზარი სულ სხვა შედეგით დამთავრდებოდა არა და არ იყო ძლიერი ეგვიპტელი ლუკაზე
dato
28 აგვისტო 2019 12:17
0
ქვეშაფსიების ფედერაცია რომლებსაც თავიანთ სპორცმენებზე შეუძლიათ ძალადობა, მსაჯებთან კი ცუციკები არიან.
koko
28 აგვისტო 2019 12:12
0
ადმინ! რატომ არ დებთ კომენტარს? თქვენთვის თუ უმნიშვნელო ფაქტია ხალხისთვის არ არის უმნიშვნელო!
gurami
28 აგვისტო 2019 12:41
0
იქნება მოიწვიოთ ნუცუბიძე ძალიან მაინტერესებს მისი აზრი მაისურაძის და პაპინაშვილის მსაჯობასთან დაკავშირებით. ამ ჭიდაობასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგეს მკლავი კი აქვს ჩაყოლილი მაგრმ მთლიანი ფერდი უდევს თეძოიან ნეკნებიანათ.
რობერტი
28 აგვისტო 2019 13:46
0
თავიდან მეც ვაზარი მეგონა,თუმცა თუ გამეორებას ნახვათ, ნამდვილად არ იყო ვაზარი. ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ რომ მსაჯს არ დაუჩაგრავს. აი მანამდე შეხვედრაში, ბელგიელთან გაფრთხილება რომ მისცეს, ეგ ნამდვილად არასამართლიანი იყო
გელა
28 აგვისტო 2019 12:28
6
ეს თუ ვაზარი არა არის აბ რაღაა ვაზარი?
me
28 აგვისტო 2019 13:35
0
4:40 გააჩერე კადრი და ნახავ რომ ვაზარია? და კიდევ თუ არ არის ვაზარი როგორც შენ იძახი მაშინ რატომ ართმევ სპორცმენს მთელ ნახევარ წუთზე მეტს აქტიურობისთვის? მაგის შემდეგ ხომ თავ დაცვის ჭიდაობაზე გადავიდა.
laguna
28 აგვისტო 2019 13:22
0
ყველა გამოხმაურება
ფედერაცია ვაჟკაცობს ქუჩის გარჩევებში. დაკავებული არიან ძალიან.
გია
28 აგვისტო 2019 15:37
0
თუ ვაზარი იყო რა მიზეზით არ ჩაუთვალეს?იქ ხომ რამდენიმე სპეციალისტი ამოწმებს.თუ ჯიბეში ფული ჩაუდეს.უბრალოდ დიქტორები იმდენად გაუნათლებლები და უკულტუროები არიან რომ ქართველ ხალხს აღიზიანებენ და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ განაწყობენ.პატრონი არა ყავთ ეტყობა.
სირცხვილია.
28 აგვისტო 2019 17:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული