კიდევ ერთი დღე უმედლოდ: ლიპარტელიანი რეპეშაჟშიც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა.

ლიპარტელიანი რეპეშაჟში ჰოლანდიელ მაიკლ კორელს შეხვდა და ვაზარით წააგო. კორელმა ქართველი ვაზარზე დააგდო, შემდეგ ზურგიდან წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა და შეხვედრის ბოლომდე ასეთ მდგომარეობაში ამყოფა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთი დღე მედლის გარეშე დავასრულეთ.

31 აგვისტოს ტურნირზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გამოვა. შეხვედრები 08:00 საათიდან დაიწყება.

აქამდე ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას მეოთხედფინალში შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე
ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.


მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
მუხრუჭი! მეტი კომენტარი არა მაქვს.
ნაღდად არ ეკუთვნოდა მოგება ასეთი ჭიდაობით
!!!!
30 აგვისტო 2019 14:51
0
ლიპარტელიანი, შავდათუაშვილი და ღვინიაშვილი ქართული ძიუდოს წარსულია უკვე, მაგათ თავისი თქვეს, რისთვისაც მადლობა გადავუხადოთ და ახალგაზრდებს მივცეთ შანსი. რეიტინგის ლიდერი ასე უღიმღამოდ არ უნდა ვარდებოდეს...
912
30 აგვისტო 2019 17:03
5
912
ალიოოო...კარტოფილი მაინც თუ შეგიწვავს ცხოვრებაში ერთხელ,სხვისთვის არა,შენთვის?!
ადამიანი
30 აგვისტო 2019 19:27
6
მადლობა შავის ოლიმპიადის ოქროს და ბრბჯაოსთვის და ბექას და ლიპოს რისთვის?
გივი
30 აგვისტო 2019 21:19
3
ფენომენალური ძიუდოისტია,ძაააან მაგარი!!!ბევრი არ არი ასეთი ჭკვიანი,მაგრამ მოუკლო.აშკარად უმოტივაციო და მოუმზადებელი იყო.ფონსეკასთან 100% იპონი იყო,ისეთი წვეთი რო არ გაუვა.რამის ანალოგიურად ლიპოსაც მოუგია.
Jordan Beli
30 აგვისტო 2019 16:10
2
ლიპომ აშკარად მოუკლო. ვერ ჭიდაობს. ან რა უნდა იჭიდაოს პოლიტიკა და ერთმანეთის დაჭმის მეტს არაფერს აკეთებენ...
1
30 აგვისტო 2019 15:06
3
ახალი თაობა მოუშვით საქმისთვის ასე ჯობია
s
30 აგვისტო 2019 17:59
5
მე მგონი დასრულდა მაგის დრო, საჭიროა ახალი თაობის მომზადება. ასეთი სუსუტი გამოსვლა უკვე მეტის მეტია, ყველამ ნახა როგორი გამოსვლა იყო... სირცხვილია როცა რეიტინგის N1 ხარ,....
s.s.
30 აგვისტო 2019 18:46
4
ტიპებს დგომიც ეზარებაც ილეთზე და ჟილკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია... 2 წუთის მერე სუნთქვა ისე აქვთ რო გეგონება 15 კილომეტრი ირბინაო ეს კიდე იკავებს სუნთქვას მაინც და ღვინიაშვილი ისეა გეგონება ახლა დაეცემაო
ss
30 აგვისტო 2019 15:05
0
სპორტალ გაუშვი ჩემი კომენტარები და ხვალ ზღვა ბედნიერება გეწვევა!
გურია
30 აგვისტო 2019 16:33
0
:)):))) ამას მარტო გურული თუ იტყოდა:)):)):)))
tazo
30 აგვისტო 2019 17:31
2
ძალიან სუსტად და ცუდად გამოვიდა... კომენტატორები აქებდნენ და ადიდებდნენ ლიპოს... დღეს არ იყო მაგის დღეო, რაღაც ვერ არის დღესო... და როდის იყო ამის დღე მსოფლიოზე? კაცი მგონი 15 წელია ჭიდაობს და მსოფლიო ვერ მოიგო...
მესხი
30 აგვისტო 2019 15:01
9
აჩრდილიც არ იყო ძველი ლიპოსი. მადლობა ლიპოს და გამოუშვით ახალგაზრდები, დროა უკვე.
მერიის მოტრფიალე)))
30 აგვისტო 2019 18:28
5

სიახლეები პოპულარული